Shine On (პინკ ფლოიდის ალბომი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Shine On (პინკ ფლოიდის კრებული))
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Shine On
ბოქს-სეტი - პინკ ფლოიდი
გამოცემის თარიღი 24 ნოემბერი 1992
ჩაიწერა 1967 - 1987
ჟანრი პროგრესული როკი, ფსიქოდელიური როკი
ხანგრძლივობა 380:16
ლეიბლი EMI (ბრიტანეთი) Columbia (აშშ)
პროდიუსერი ჯო ბოიდი, ბობ ეზრინი, დევიდ გილმორი, ჯეიმზ გათრი, პინკ ფლოიდი, ნორმან სმითი, როჯერ უოტერსი
პინკ ფლოიდის კრებულები - ქრონოლოგია
Works
(1983)
Shine On
(1992)
აგრეთვე The Early Singles
1967: The First Three Singles
(1997)
 პროფესიონალური შეფასებები
ქულები
წყარო რეიტინგი
Allmusic 4.5/5 stars[1]

Shine On (ქართ. ანათე) — ჯგუფ პინკ ფლოიდის ალბომების კომპილაცია, რომელიც გამოვიდა 1992 წელს. მასში შეტანილია ჯგუფის სტუდიური ალბომები, 1968-1987 წლამდე. ყველა ჩანაწერი იქნა ციფრულად აღდგენილი.

კრებულში შეტანილი ალბომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყუთში არ არის შეტანილი ალბომები: The Piper at the Gates of Dawn, More, Ummagumma, Obscured by Clouds, Atom Heart Mother და The Final Cut. ამან გამოიწვია მოყვარულთა უკმაყოფილება. თავად დისკები კი, ერთად შეტყუპების შემდეგ წარმოადგენენ ცნობილ პრიზმას ალბომიდან The Dark Side of the Moon

ყუთს თან ახლავს წიგნი ჯგუფის კარიერის მიმოხილვით და მრავალი საინტერესო ფოტოსურათით.

ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თავდაპირველად ალბომის სახელწოდება უნდა ყოფილიყო The Big Bong Theory, მაგრამ ეს ვარიანტი გაუქმდა. ალბომის სათაური მომდინარეობის კომპოზიციიდან Shine On You Crazy Diamond.

The Early Singles[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

The Early Singles გამოვიდა 1992 წელს,Shine On-თან ერთად. ეს არის ჯგუფის პირველი ხუთი სინგლისგან შემდგარი დისკი. სინგლები აღსანიშნავია იმით, რომ მათ შემდეგ ბრიტანეთში 1979 წლამდე პინკ ფლოიდს არც ერთი სინგლი არ ჰქონდა გამოცემული.

კომპოზიციების The Scarecrow გარდა (ალბომიდან The Piper at the Gates of Dawn) და Careful with That Axe, Eugene გარდა (ამ უკანასკნელის საკონცერტო ვერსია შეტანილია დისკში Ummagumma), თითქმის არც ერთი სიმღერა არ გამოცემულა ცალკე კრებულებსა თუ ალბომებზე. გამონაკლისია დისებში Relics და Works შეტანილი სინგლები. დღემდე ეს ერთადერთი ოფიციალური ალბომია, სადაც შესაძლებელია სიმღერების Point Me at the Sky და It Would Be So Nice მოსმენა.

კომპილაციის გამოსვლამდე სიმღერები "Apples and Oranges" და "Point Me at the Sky" აშშ-ში არ გამოცემულა.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Arnold Layne – 2:57
  2. Candy and a Currant Bun – 2:47
  3. See Emily Play – 2:54
  4. The Scarecrow – 2:10
  5. Apples and Oranges – 3:08
  6. Paint Box – 3:47
  7. It Would Be So Nice – 3:46
  8. Julia Dream – 2:35
  9. Point Me at the Sky 3:35
  10. Careful with That Axe, Eugene – 5:44

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Eder, Bruce. (2011 [last update])Shine On - Pink Floyd | AllMusic. allmusic.com. წაკითხვის თარიღი: 9 July 2011.