Commodore CDTV

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Amiga CDTV)
CDTV.jpg
მწარმოებელი Commodore International
ტიპი სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი/პერსონალური კომპიუტერი
თაობა მეოთხე თაობა
გამოშვების თარიღი მარტი1991; 33 წლის წინ (1991-03)
თავდაპირველი ფასი 999 აშშ დოლარი
მედია CD-ROM
ოპერაციული სისტემა AmigaOS 1.3
პროცესორი Motorola 68000 @ 7 მჰც
მეხსიერება 1 მბ RAM
წინა Commodore 64 Games System
შემდეგი Amiga CD32

Commodore CDTV — კომპანია Commodore International-ის მიერ 1991 წელს გამოშვებული მეოთხე თაობის მულტიმედიური სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, დაფუძნებული Amiga 500-ის პლატფორმაზე, რომელიც დამატებითი პერიფერიალების მეშვეობით ასრულდებდა პერსონალური კომპიუტერის ფუნქციას. ის შეიქმნა CD დამკვრელის ფორმით, რომლის პულტი, ასევე მუშაბოდა, როგორც ჯოისტიკი. მოგვიანებით მასზე დაიწყეს კლავიატურისა და მაუსის გამოშვება.

CDTV შიდა აპარატული თვალსაზრისით Amiga 500-ის იდენტური იყო,[1] თუმცა სტანდარტულ მედია საშუალებად გამოიყენებდა არა ფლოპი დისკს, არამედ CD-ROM მოწყობილობას და თან მოჰყვებოდა დისტანციური მართვის პულტი. მასში განთვასებული იყო Motorola 68000-ის ცენტრალური პროცესორი, 1 მბ ოპერატიული მეხსიერება და მუშაობდა AmigaOS 1.3-ის ოპერაციულ სისტემაზე.

Commodore-მა CDTV დააანონსა 1990 წლის Consumer Electronics Show-ზე, ჩიკაგოში.[2] კონსოლის შემქმნელთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა Atari-ის დამფუძნებელი ნოლან ბუშნელი. პროდუქტის დებიუტი ჩრდილოეთ ამერიკაში შედგა 1991 წლის მარტს, ლას ვეგასში და მისი საბაზრო ფასი 999 აშშ დოლარს შეადგენდა.[3] ხოლო ბრიტანეთში გამოვიდა იმავე წელს, ლონდონში,[4] რომლის ფასი 499 ფუნტი სტერლინგი იყო, რასაც თან ახლდა პულტი და ორი პროგრამული პაკეტი.[5] მაღალი ფასისა და სხვადასხვა შიდა აპარატული პრობლემების გამო ბაზარზე ფეხი ვერ მოიკიდა. მოგვიანებით კომპანიამ შეიმუშავა კონსოლის განახლებული და შედარებით იაფი ვერსია, CDTV-II, რომელიც არასდროს გამოცემულა.[6] 1993 წელს კომპანიის ახალი პროდუქტის, Amiga CD32-ის გამოსვლის ფარგლებში CDTV-ის წარმოება შეწყდა. ეს უკანასკნელი წინამორბედის მსგავსად დაფუძნებული იყო Amiga-ს აპარატულ უზრუნველყოფაზე, თუმცა გამიზნული იყო სათამაშო ბაზრისთვის.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The Maturation of Computer Entertainment: Warming The Global Village. Computer Gaming World გვ. 11 (1990-07-08). ციტირების თარიღი: 16 ნოემბერი, 2013.
  2. „The Maturation of Computer Entertainment: Warming The Global Village“. Computer Gaming World. 1990-07-08. p. 11. ციტირების თარიღი: 16 November 2013.
  3. Beaver County Times-Apr5th,1991-Commodore puts computer into TV.
  4. The Commodore CDTV Information Center - www.cdtv.org.uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-04-12. ციტირების თარიღი: 2017-10-16.
  5. Amiga History Guide.
  6. The Big Book of Amiga Hardware - Commodore CDTV-II.