ცენტრალური პროცესორი
ცენტრალური პროცესორი ასევე ცენტრალური გამომთვლელი ერთეული (ინგლ. central processing unit, CPU, სიტყვასიტყვით — ცენტრალური გადამამუშავებელი ერთეული) — ელექტრონული სქემა, ან ინტეგრირებული მიკროსქემა (მიკროპროცესორი), რომელიც ასრულებს სამანქანო ინსტრუქციებს, (პროგრამის კოდი). აწარმოებს გამოთვლით სამუშაოებს და წარმოადგენს ძირითად ნაწილს აპარატული უზრუნველყოფისა და პროგრამირებადი ლოგიკური კონტროლერისთვის. ხშირად, მას უწოდებენ მიკროპროცესორს ან უბრალოდ პროცესორს.
მიუხედავად იმისა, რომ პროცესორის ფორმა და დიზაინი იცვლებოდა დროის განმავლობაში, მისი ფუნდამენტური ფუნქცია დარჩა უცვლელად. მის პრინციპულ ძირითად კომპონენტებ შორის არის: არითმეტიკული ლოგიკური ერთეული, (ALU), რაც ასრულებს არითმეტიკულ და ლოგიკურ ოპერაციებს და პროცესორის რეგისტრები — სხავადასხვა ზომის სწრაფქმედი უჯრედები, რაშიც დროებით ინახება მონაცემები, რომელიც საჭირო არის პროცესორის გამოთვლითი ოპერაციების ჩასატარებლად.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Kuck, David (1978) Computers and Computations, Vol 1. John Wiley & Sons, Inc., გვ. 12. isbn - 0471027162
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ცენტრალური პროცესორი“ ვიკისაწყობში.
- როგორ მუშაობენ მიკროპროცესორები HowStuffWorks-ზე
- 25 მიკროჩიპი, რომელმაც მსოფლიო გააოგნა დაარქივებული 2009-05-05 საიტზე Wayback Machine.