ROM-კარტრიჯი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სათამაშო კარტრიჯი)
Jump to navigation Jump to search
Neo Geo AES-ის კარტრიჯი

ROM-კარტრიჯი, კოლოქვიალურად სათამაშო კარტრიჯი — მუდმივი მეხსიერების (ROM) მიკროსქემაზე დაფუძნებული მოწყობილობა, მოხსნადი მეხსიერების ბარათი, რომელიც უერთდება სამომხმარებლო ელექტრონულ მოწყობილობებს — სახლის კომპიუტერებს, ვიდეო თამაშების კონსოლებს, იშვიათად — ელექტრონულ მუსიკალურ ინსტრუმენტებს.

სიტყვა კარტრიჯი მომდინარეობს ინგლისური სიტყვიდან cartridge (ვაზნა). ქართულში, ისევე როგორც რუსულ ენაში და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, ასევე გამოიყენება დასახელება „კასეტა“. ინგლისურში შემოკლებით უწოდებენ „cart“.

კარტრიჯების მასიური გამოყენება დაიწყეს ადრეული სახლის კომპიუტერებში. კატრიჯების გამოყენებას ვიდეო თამაშების კონსოლებში საფუძველი ჩაეყარა 1970-იანი წლების მიწურულს. პირველი სათამაშო კარტრიჯი შექმნა ჯერი ლოუსონმა სათამაშო კონსოლ Fairchild Channel F-ისთვის 1976 წელს.[1] თუმცა ყველაზე ადრეული სისტემა, რომელიც გამოიყენებდა სათამაშო კარტრიჯის მსგავს მოწყობილობას იყო პირველი ვიდეო თამაშების კონსოლი Magnavox Odyssey (1972)[2].

კარტრიჯებზე დაფუძნებული სათამაშო კონსოლების წარმოება მიმდინარეობდა გვიანი 1970-იანი წლებიდან 1990-იანი წლების შუა პერიოდამდე. მას შემდეგ, რაც მასიურ ხმარებაში ჩაეშვა კომპაქტ-დისკები, აპარატურის მწარმოებელთა უმეტესობა გადაერთო კომოაქტ-დისკებზე დაფუძნებული სათამაშო სისტემების წარმოებაზე. მიუხედავად ამისა, კარტრიჯები დღემდე გამოიყენება პორტატიულ სათამაშო კონსოლებში, როგორებიცაა Nintendo 3DS, PlayStation Vita, ასევე პლანშეტისმაგვარ ჰიბრიდულ კონსოლ Nintendo Switch-ში.

გამომდინარე იქედან, რომ კარტრიჯმა მასიური გამოყენება ვიდეო თამაშებში ჰპოვა, ROM-კარტრიჯს კილოქვიალურად „სათამაშო კატრიჯსაც“ უწოდებენ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1976: Fairchild Channel F – First ROM Cartridge Video Game System. CED Magic. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2009.
  2. Benj Edwards (2015-01-22). „The Untold Story Of The Invention Of The Game Cartridge“. Fast Company (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2017-12-05.