Mattel
|
| |
| ტიპი | საზოგადო |
|---|---|
| დაფუძნდა | იანვარი, 1945 |
| დამაარსებელი |
ჰაროლდ მეტსონი ელიოტ ჰენდლერი რუთ ჰენდლერი |
| სათავო ოფისი | ელ-სეგუნდო, კალიფორნია, აშშ |
| პროდუქცია |
თოჯინები სათამაშოები |
| შემოსავალი |
|
| თანამშრომელი | 25,800 (2018).[2] |
| საიტი | mattel.com |
Mattel, Inc — სათამაშოების მწარმოებელი ამერიკული ტრანსნაციონალური კომპანია, რომლის შტაბ-ბინა მდებარეობს ელ-სეგუნდოში, კალიფორნიის შტატში.
დაარსდა 1945 წელს, ჰაროლდ მეტსონის, ელიოტ ჰენდლერისა და რუთ ჰენდლერის მიერ. Mattel თავდაპირველად დაკავებული იყო სურათების ჩარჩოების შექმნით, შემდეგ კი — მინიატურული ავეჯის კეთებით თოჯინებისთვის.
კომპანია ძირითადად აწარმოებს სათამაშოებსა და თოჯინებს. მის ყველაზე განთქმულ პროდუქტთა სიაში შედის ბარბის თოჯინა, შექმნილი 1959 წელს. 1980-იან წლებში Mattel ასევე აწარმოებდა სახლის ვიდეო თამაშების კონსოლებს, მათ შორის ისეთ წარმატებულ კონსოლს, როგორიც არის Intellivision.
Mattel საკუთარ პროდუქტს ასაღებს დაახლოებით 150-მდე ქვეყანაში[3] და ითვლება ყველაზე შემოსავლიან სათამაშოების მწარმოებელ კომპანიად მსოფლიოში. [4]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Kettelkamp, Sean; Chatty Cathy and Her Talking Friends, Schiffer Publishing (1998)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „Mattel“ ვიკისაწყობში.- ოფიციალური საიტი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ March 2019 Report. Mattel. ციტირების თარიღი: 12 ივნისი, 2019.
- ↑ „Toy giant Mattel to slash more than 2,200 jobs“. Las Vegas Review-Journal. AP. 26 ივლისი, 2018. ციტირების თარიღი: 7 სექტემბერი, 2018. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=და|date=-ში (დახმარება) - ↑ „Mattel, Inc. Company Profile“. MarketLine. 25 ნოემბერი, 2014. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=-ში (დახმარება)[მკვდარი ბმული] - ↑ A Full Toy Chest Makes Mattel A Buy For Growth And Income Investors
| ||||||||||||||||||||