Nintendo

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Nintendo.svg

Nintendo (ინგლ. Nintendo Co., Ltd.) — იაპონური ტრანსნაციონალური კორპორაცია, რომელიც დაარსდა 1889 წლის 23 სექტემბერს იაპონიის ქალაქ კიოტოში, ფუსაჯირო იამაუჩის მიერ, იმისთვის რომ გამოეცა ხელით ნაკეთი ჰანაფუდას კარტები. 1963 წლისთვის, კომპანიამ განახორციელა რამოდენიმეე პატარა ბიზნესი, როგორიცაა ტაქსის კომპანია და სიყვარულის სასტუმრო. საბოლოოდ, Nintendo ვიდეო თამაშების ინდუსრტიაზე გადაერთო და ჩამოყალიბდა ამ ინდუსტრიის ერთ-ერთი გავლენიან ცნობილ კომპანიად. დღესდღეობით ის შეფასებულია როგორც იაპონიის მესამე ძვირადღირებული კომპანია $85 მილიარდი შემოსავლით. ვიდეო თამაშების გარდა, Nintendo არის გუნდ Seattle Mariners-ის მთავარი მფლობელი, რომელიც ბეისბოლის მთავარ ლიგაში, სიეტლი, აშშ. Nintendo-ს Touch! Generations-ის საიტის მიხედვით, სახელი Nintendo ითარგმნება იაპონური ენიდან — "დატოვეთ იღბალი სამოთხისთვის". 2010 წლის 18 ოქტომბრის მონაცემებით, Nintendo-ს სულ გაყიდული აქვს 565 მილიონი მოწყობილობა და 3.4 მილიარდი პროგრამა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Nintendo&oldid=3407065“-დან