Microsoft Windows

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Microsoft Windows
Windows darkblue 2012 svg.svg
Windows 10 (version 1709).png
Windows 10 (Fall Creators Update, ვერსია 1709), მოქმედებათა ცენტრი და დაწყების მენიუ
შემქმნელი Microsoft
წყაროს მოდელი დახურული წყარო / გაზიარებული
პირველად გამოვიდა ნოემბერი 20, 1985; 32 წლის წინ (1985-11-20), როგორც Windows 1.0
უკანასკნელი გამოშვება 1709 (10.0.16299.64) (ნოემბერი 14, 2017; 28 დღის წინ (2017-11-14)) [±]
უახლესი ნიმუში RS4 (10.0.17040) (ნოემბერი 16, 2017; 26 დღის წინ (2017-11-16)) [±]
მარკეტინგული სამიზნე პერსონალური კომპიუტერები
ხელმისაწვდომი ენები 137 ენა[1] ენა
პაკეტების მენეჯერი Windows Installer (.msi), Windows Store (.appx)[2]
მხარდაჭერილი პლატფორმები ARM, IA-32, Itanium, x86-64, DEC Alpha, MIPS, PowerPC
ბირთვის ტიპი
  • Windows NT-ის ოჯახი: ჰიბრიდული
  • Windows CE: ჰიბრიდული
  • Windows 9x და უფრო ადრეული: მონოლითური (MS-DOS)
მომხმარებლის გრაფიკული გარემო Windows-ის გარსი
ლიცენზია დაპატენტებული კომერციული პროგრამული უზრუნველყოფა
ოფიციალური საიტი windows.microsoft.com

Microsoft Windows ან უბრალოდ Windows (ქართ. „ფანჯრები“) — გრაფიკული გარსის მქონე ოპერაციული სისტემების სერია, რომელთა მწარმოებელია Microsoft.

მოკლე მიმოხილვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

MS Windows წარმოადგენს ოპერაციული სისტემის სახეობას. მისი ზოგადი კონცეფცია მდგომარეობს მაქსიმალურ უნიფიცირებაში, რაც გამოიხატება იმით, რომ ახალი პროგრამების გარჩევისას საჭირო არ არის ტექნიკისა და მართვის ხერხების ხელახალი ათვისება. Windows-დან ნებისმიერი პროგრამის გაშვებისას მუშაობა წარმოებს მსგავსი წესებით და ყველა პროგრამას აქვს იდენტური გაფომრბა. Windows-ში შესაძლებელია მონაცემების გადატანა პროგრამებს შორის. ეს ოპერაცია სრულდება მეხსიების გაცვლის ბუფერის (Clipboard) საშუალებით, რომელიც საერთოა როგორც თვით Windows-თვის, ასევე მასში გაშვებული ყველა პროგრამისათვის.

Windows-ის ეკრანი შეიცავს რამდენიმე ძირითად ელემენტს. სამუშაო მაგიდა (Desktop) — არე რომელსაც უკავია მთელი ეკრანი. მასზე გამოსახულია სტანდარტული და ხშირად გამოსაყენებელი პროგრამების ნიშნები, მაგალითად:

  • ჩემი კომპიუტერი (My computer) შეიცავს ფანჯარას, რომელშიც მოთავსებულია კომპიუტერის შემცველობა: მართვის პანელი, დისკები, პრინტერები...
  • კალათა (Ricycle Bin) ანუ ელექტრონული სანაგვე ყუთი, რომელშიც დროებით თავსდება წაშლილი ფაილები, საქარალდეები და სხვა რამ, მათი საბოლოოდ განადგურებამდე.
  • იარლიყები (Shortcut) კომპიუტერში დაინსტალირებული სხვადასხვა პროგრამებისა.
  • დავალებათა პანელი (Taskbar) უკავია ეკრანის ქვედა ზოლი. მასზე მდებარეობს მთავარი მენიუს გამოსაძახებელი ღილაკი — დაწყება (Start), პროგრამების სწრაფი გაშვების არე, სადაც გამოისახება სისტემური საათის და კალენდრის მაჩვენებელი და ზოგიერთი ინდიკატორი (პრინტერის, ენის შრიფტების). დავალებათა პანელზე ჩნდება აგრეთვე ყოველი გაშვებული პროგრამის ნიშანი. პროგრამებს შორის გადასვლა ხდება შესაბამის ღილაკზე დაჭერით. პროგრამის დახურვისას მისი ღილაკი ქრება პანელიდან.

Windows-ში სამუშაოდ გამოიყენება ძირითადად როგორც მაუსი, ასევე კლავიატურაც. ყოველი მაუსის მოქმედება შესაძლებელია შესრულდეს ასევე კლავიატურის საშუალებითაც. მაგალითად რომელიმე პროგრამის გამორთვა მაუსის ერთხელ X ღილაკზე დაკლიკებით, ხოლო კლავიატურით კი კლავიშები Alt+F4-ით სრულდება. პროგრამის ჩართვა პროგრამის იარლიყზე მაუსის მარცხენა ღილაკის ორჯერ დაკლიკებით ან კლავიატურაზე Enter-ის დაჭერით ხდება.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Microsoft-მა პასუხად გრაფიკული გარსებისადმი მზარდ ინტერესზე 1985 წლის 20 ნოემბერს წარადგინა Windows, MS-DOS-ის გარსის სახით.[3] Microsoft Windows იქცა დომინირებად ოპერაციულ სისტემად პერსონალური კომპიუტერებისთვის. იგი ფლობს ამ სფეროში ბაზრის წილის 90%-ს, რითაც წინ უსწრებს პირველად 1984 წელს წარდგენილ Mac OS-ს.

2014 წლის აპრილისთვის პერსონალური კომპიუტერებისთვის, სმარტფონებისთვის, სერვერული კომპიუტერებისთვის და სხვა მოწყობილობებისთვის არსებული ოპერაციული სისტემებია Windows 8.1, Windows Phone 8.1, Windows Server 2012 R2 და Windows Embedded 8.

Windows-ის ვერსიების გამოცემების ქრონოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Windows 1.0 Windows 2.0 Windows 2.1x Windows 3.0 Windows 3.1x Windows 3.1x Windows NT 3.1 Windows NT 3.51 Windows 95 Windows NT Server 3.51 Windows NT 4.0 Windows 98 Windows NT 4.0 Windows 2000 Pocket PC 2000 Windows Me Windows XP Windows XP Windows Server 2003 Windows Mobile 2003 Windows Mobile 5.0 Windows Embedded Industry Windows Server 2003 R2 Windows Mobile 6.0 Windows Vista Windows Home Server Windows Mobile 6.1 Windows Server 2008 Windows Embedded Industry Windows Mobile 6.5 Windows 7 Windows Server 2008 R2 Windows MultiPoint Server Windows Phone 7 Windows Home Server 2011 Windows MultiPoint Server Windows Embedded Industry Windows Server 2012 Windows 8 Windows MultiPoint Server Windows Embedded 8 Industry Windows 8.1 Windows Embedded 8.1 Industry Windows Server 2012 R2 Windows Phone 8.1 Windows 10 Windows 10 Mobile Windows Server 2016


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Listing of available Windows 7 language packs. Msdn.microsoft.com. წაკითხვის თარიღი: April 5, 2014.
  2. App packages and deployment (Windows Store apps) (Windows). Msdn.microsoft.com. წაკითხვის თარიღი: April 5, 2014.
  3. The Unusual History of Microsoft Windows. წაკითხვის თარიღი: April 22, 2007.