კარლ ლანდშტაინერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კარლ ლანდშტაინერი
გერმ. Karl Landsteiner
Karl Landsteiner (1868–1943) © Albert Hilscher OeNB 1074462.jpg
დაბ. თარიღი 14 ივნისი 1868(1868-06-14)[1] [2] [3] [4] [5] [6]
დაბ. ადგილი ვენა[7]
გარდ. თარიღი 26 ივნისი 1943(1943-06-26)[8] [1] [2] [3] [4] [5] (75 წლის)
გარდ. ადგილი ნიუ-იორკი, ნიუ-იორკი[8]
მოქალაქეობა ავსტრია-უნგრეთის იმპერია
აშშ
სამეცნიერო სფერო ქიმია
მუშაობის ადგილი ვენის უნივერსიტეტი, ჟენევის უნივერსიტეტი და The Rockefeller University
ალმა-მატერი ვენის უნივერსიტეტი და ჟენევის უნივერსიტეტი
მამა Leopold Landsteiner[9]
ჯილდოები ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში[10] [11], ლასკერ-დებეიკის პრემია კლინიკური სამედიცინო კვლევებისათვის, Aronson Prize, ალბერტ ლასკერის პრემია ფუნდამენტური სამეცნიერო კვლევებისათვის და სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი

კარლ ლანდშტაინერი (გერმ. Karl Landsteiner; დ. 14 ივნისი, 1868, ვენა, — გ. 26 ივნისი, 1943, ნიუ-იორკი) — ავსტრიელი და ამერიკელი იმუნოლოგი და პათოლოგი. 1930 წელს სისხლის ძირითადი ჯგუფების აღმოჩენისა და სისხლის ჯგუფური კუთვნილების ABO სისტემის შემუშავებისთვის მიენიჭა ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში.

დაიბადა ებრაული წარმოშობის ოჯახში. დაამთავრა ვენის უნივერსიტეტი (1891). 1897 წლიდან იქვე მუშაობდა იმუნოლოგიის საკითხებზე. აღმოაჩინა სისხლის ძირითადი ჯგუფები და 1901 წელს გამოაქვეყნა მის მიერ შედგენილი ABO კლასიფიკაცია. მანვე დაადგინა, რომ სხვადასხვა ჯგუფის სისხლის შერევით გამოწვეული აგლუტინაცია იმუნოლოგიური რეაქცია იყო და დონაციური სისხლის კომპონენტების მიმართ მასპინძელი ორგანიზმის მიერ გამომუშავებული ანტისხეულებით იყო გამოწვეული. მისი შრომები საფუძვლად დაედო სისხლის გადასხმის (ტრანსფუზიის) ძირითად კლინიკურ პრინციპებს. 1909 წელს რუმინელ ბაქტერიოლოგ კონსტანტინ ლევადიტისთან და ავსტრიელ ექიმ ერვინ პოპერთან ერთად აღმოაჩინა პოლიომიელიტის გამომწვევი ვირუსი. 1922 წლიდან მუშაობდა ნიუ-იორკში, როკფელერის უნივერსიტეტში, სადაც მნიშვნელოვანი სამუშაო შეასრულა ანტიგენ-ანტისხეულის ურთიერთქმედების საკითხების გასარკვევად. იყო მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი (1932), ლონდონის სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი (1941) და სხვ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Encyclopædia Britannica
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 Who Named It?
  4. 4.0 4.1 Munzinger-Archiv — 1913.
  5. 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  6. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  7. გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #118726226 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  8. 8.0 8.1 Ландштейнер Карл // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  9. https://www.geschichtewiki.wien.gv.at/Karl_Landsteiner
  10. http://www.nobelprize.org/nobel_prizes/medicine/laureates/1930/
  11. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/