საერთაშორისო ასტრონომიული კავშირი
| Union astronomique internationale (UAI) | |
|---|---|
|
| |
|
| |
| შეიქმნა | 28 ივლისი, 1919 |
| ტიპი | საერთაშორისო ორგანიზაცია |
| შტაბ-ბინა | პარიზი, საფრანგეთი |
| წევრები |
79 ეროვნული წევრი ქვეყანა 12,664 ინდივიდუალური წევრი[1] |
| პრეზიდენტი | ვილი ბენცი |
| გენარელური მდივანი | პიერო ბენვენუტი |
| დამფუძნებელი (-ები) | ედუარდ ბენიამინ ბაიო |
| ქვეყანა | საფრანგეთი |
| თავმჯდომარე | Robert Williams[2] , Ewine van Dishoeck[3] , Debra Elmegreen[4] და ვილი ბენცი[5] |
| კავშირები | International Council for Science, კოსპარი[6] და საერთაშორისო სამეცნიერო საბჭო[7] |
| IAU.org | |
საერთაშორისო ასტრონომიული კავშირი (ფრანგ. Union astronomique internationale, UAI, ინგლ. International Astronomical Union, IAU) — აერთიანებს მსოფლიოს ყველა ქვეყნის ეროვნულ ასტრონომიულ საზოგადოებებს. კავშირი საერთაშორისო სამეცნიერო საბჭოს წევრია. ეს არის მეცნიერულ საზოგადოებაში საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული ავტორიტეტი ვარსკვლავების, პლანეტების, ასტეროიდების და სხვა ციური სხეულებისა და ფენომენისთვის სახელების შერჩევაში და, ამგვარად, ასტრონომიის ოფიციალურ ორგანოდ ითვლება.
სამუშაო ჯგუფთა შორისაა პლანეტარული სისტემის ნომენკლატურის მუშა ჯგუფი, რომელიც არეგულირებს პლანეტარულ სხეულთა ნომენკლატურისა და სახელების შეთანხმებებს.
საერთაშორისო ასტრონომიული კავშირი შეიქმნა 1919 წელს, სხვადასხვა საერთაშორისო პროექტების შერწყმით, რომელიც მოიცავდა ციურ რუკას (Carte du Ciel), მზის კავშირს (Solar Union) და საერთაშორისო დროის ბიუროს (Bureau International de l'Heure). მისი პირველი პრეზიდენტი იყო ედუარდ ბენიამინ ბაიო. კავშირს ამჟამად 12,664 ინდივიდუალური წევრი ჰყავს[1](ანუ პროფესიონალი ასტრონომები 96 ქვეყნიდან[8]), როგორც წესი, დოქტორის ხარისხის მფლობელები; 79 ეროვნული წევრი (ანუ ქვეყნები, რომლებიც კავშირთან ფილიალში იმყოფებიან). ამჟამინდელი პრეზიდენტია სილვია ტორეს-პეიმბერტი.
საკ-ის XXV გენერალური ასამბლეა ჩატარდა 2006 წლის 14-25 აგვისტოს პრაღაში, ჩეხეთი. ამ ასამბლეაზე კავშირმა გამოიტანა წინადადება პლანეტის განსაზღვრების შეცვლაზე. ახალი განსაზღვრებით მზის სისტემაში 12 პლანეტა უნდა გამხდარიყო, მათ შორის ერთი მარსსა და იუპიტერს შორის ასტეროიდთა სარტყელში. თუმცა წინადადება კენჭისყრით უარყვეს. ასევე, პლანეტის სტატუსი ჩამოერთვა პლუტონს, რომელიც 1930 წელს აღმოჩენის შემდეგ მისი სტატუსის შესახებ მუდმივი დებატების საგანი იყო. სტატუსის ჩამორთმევის ძირითადი მოტივი იყო ახალი ასტეროიდების აღმოჩენა, რომელთა რადიუსი აღემატება პლუტონისას.[9]
პრეზიდენტების სია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- (1919–1922)
ედუარდ ბენიამინ ბაიო - (1922–1925)
უილიამ უოლეს კემპბელი - (1925–1928)
ვილემ დე სიტერი - (1928–1932)
ფრენკ უოტსონ დაისონი - (1932–1935)
ფრენკ შლეზინგერი - (1935–1938)
ერნესტ ეკლანგონი - (1938–1944)
ართურ ედინგტონი - (1944–1948)
ჰაროლდ სპენსერ ჯოუნზი - (1948–1952)
ბერტილ ლინდბლადი - (1952–1955)
ოტო სტრუვე - (1955–1958)
ანდრე-ლუის დანჟონი - (1958–1961)
იან ჰენდრიკ ოორტი - (1961–1964)
ვიქტორ ამბარცუმიანი - (1964–1967)
პოლ სვინგსი - (1967–1970)
ოტო ჰეკმანი - (1970–1973)
ბენგტ სტიომგრენი - (1973–1976)
ლეო გოლდბერგი - (1976–1979)
ადრიან ბლაუ - (1979–1982)
ვაინუ ბაპუ - (1982–1985)
რობერტ ჰენბერი ბრაუნ - (1985–1988)
ხორხე საადე - (1988–1991)
იოშიჰიდე კოძაი - (1991–1994)
ალექსანდრ ბოიარჩუკი - (1994–1997)
ლოდევეიკ ვოლტიერი - (1997–2000)
რობერტ კრაფტი - (2000–2003)
ფრანკო პაჩინი - (2003–2006)
რონალდ ეკერსი - (2006–2009)
კატრინ სეზარსკი - (2009–2012)
რობერტ უილიამსი - (2012–2015)
ნორიო კაიფუ - (2015–2018)
სილვია ტორეს-პეიმბერტი - (2018–2021)
ევინა ვან დისხუკი - (2021–2024)
დებრა ელმეგრინი - (2024–დღემდე)
ვილი ბენცი
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ხარაძე ე., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 627.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ოფიციალური საიტი
- XXVIth General Assembly 2006
- XXVIIth General Assembly 2009 დაარქივებული 2007-08-17 საიტზე Wayback Machine.
- XXVIIIth General Assembly 2012 დაარქივებული 2019-05-28 საიტზე Wayback Machine.
- XXIXth General Assembly 2015 დაარქივებული 2016-10-25 საიტზე Wayback Machine.
- XXXIst General Assembly 2021 დაარქივებული 2017-06-17 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 Fienberg, Rick. (14 აგვისტო, 2015) "A New Tally of Individual IAU Members". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-02. ციტირების თარიღი: 2017-06-13.
- ↑ https://www.iau.org/Iau/Iau/About/Governance-Overview/Past-Executive-Bodies.aspx
- ↑ https://www.iau.org/news/pressreleases/detail/iau1810/
- ↑ https://www.iau.org/news/pressreleases/detail/iau2106/
- ↑ https://cosparhq.cnes.fr/about/members/international-scientific-unions/
- ↑ https://web.archive.org/web/20221009095816/https://council.science/members/online-directory/
- ↑ 2017 წლის 1 თებერვლის მონაცემით, IAU.org დაარქივებული 2017-05-31 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Pluto loses status as a planet, BBC News, 24/08/2006