რექს ტილერსონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Rex Tillerson official Transition portrait.jpg

რექს ტილერსონი (ინგლ. Rex Wayne Tillerson; დ. 23 მარტი 1952, უიჩიტო-ფოლსი, ტეხასი, აშშ) — ამერიკელი სახელმწიფო მოღვაწე და ტოპ-მენეჯერი. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი 2017 წლის 2 თებერვლიდან 2018 წლის 13 მარტამადე. ნავთობკომპანია ExxonMobil-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე 2006 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რექს ტილერსონი დაიბადა 1952 წლის 23 მარტს, ტეხასის შტატში. 1975 წელს დაასრულა ტეხასის უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტი. 2001 წელს გახდა ExxonMobil-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი. 2004 წელს შევიდა კორპორაციის დირექტორთა საბჭოში. 2006 წლიდან დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა. დონალდ ტრამპის განცხადების მეორე დღესვე კომპანიის დირექტორმა საბჭომ განაცხადა მისი გათავისუფლების შესახებ და მის შემცვლელად დანიშნეს დარენ ვუდსი[1].

2016 წლის 13 დეკემბერს არჩეულმა პრეზიდენტმა ოფიციალურად დაადასტურა მისი წარდგინება სახელმწიფო მდივნის კანდიდატურაზე[2]. აღნიშნული გადაწყვეტილება მოიწონეს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა, ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეიტსმა და ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა ბობ კორკერმა, მაგრამ კატეგორიულად არ დაეთანხმა ამავე კომიტეტის წევრი მარკო რუბიო.

2017 წლის 2 თებერვალს რექს ტილერსონი სენატმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტზე დაამტკიცა[3].

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტილერსონი დაოჯახებულია რენდა კლაირზე და ჰყავთ ოთხი შვილი[4]. ტილერსონი ქრისტიანია[5].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Rex Tillerson to Retire, Darren Woods Elected Chairman, CEO of Exxon Mobil Corporation. Exxon Mobil (2016-12-14). წაკითხვის თარიღი: 2017-01-08.
  2. Трамп выдвинул главу ExxonMobil на пост госсекретаря США. РБК. წაკითხვის თარიღი: 2016-12-13.
  3. რექს ტილერსონი სენატმა დაამტკიცა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტზე
  4. Cordon, Matthew C.. Rex W. Tillerson biography. Encyclopedia of Business, 2nd ed.. Advameg. წაკითხვის თარიღი: January 23, 2012.
  5. Coll, Steve (2012). Private Empire: ExxonMobil and American Power. Penguin.