აბელ აპშერი
| აბელ აპშერი | |
|---|---|
|
| |
| დაბადების თარიღი | 17 ივნისი, 1790[1] [2] [3] |
| დაბადების ადგილი | ნორტჰემფტონის ოლქი |
| გარდაცვალების თარიღი | 28 თებერვალი, 1844[1] [2] [3] (53 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | პოტომაკი |
| მოქალაქეობა | აშშ |
| განათლება | Yale College და პრინსტონის უნივერსიტეტი |
| მამა | Littleton Upshur[4] |
აბელ პარკერ აპშერი (ინგლ. Abel Parker Upshur; დ. 17 ივნისი, 1790 – გ. 28 თებერვალი, 1844) — ამერიკელი იურისტი, პლანტატორი, მონათმფლობელი, მოსამართლე და პოლიტიკოსი. [5] ათწლეულების განმავლობაში ვირჯინიის შტატში აქტიური პოლიტიკური საქმიანობის შემდეგ გახდა საზღვაო ძალების მდივანი, შემდგომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი პრეზიდენტის ჯონ ტაილერის დროს. გარდაიცვალა 1844 წლის 28 თებერვალს, ერთ-ერთ ხომალდზე იარაღის აფეთქების შედეგად. [6]
ადრეული ცხოვრება და განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დენიელ აპშერი დაიბადა ნორთჰემპტონის ოლქში ვირჯინიის აღმოსავლეთ სანაპიროზე, 1790 წელს, ენ პარკერისა და ლიტლტონ აპშერის ოჯახში. [7] დაერქვა მამამისის სახელი, რომელიც 1790 წლის 25 მარტს გარდაიცვალა. ბაბუამისი იყო ჯორჯ პარკერი. მისი ძმა ჯორჯ პ. აპშერი (1799-1852) [8] გახდა საზღვაო ძალების გამორჩეული ოფიცერი;
საბაზისო განათლება მიიღო კერძო მასწავლებლებთან მომზადებით, სწავლა განაგრძო პრინსტონის უნივერსიტეტსა და იელის უნივერსიტეტში. [9] [10] სტუდენტების აჯანყებაში მონაწილეობის გამო უნივერსიტეტიდან გარიცხეს, სწავლის დასრულების ნაცვლად გადაწყვიტა რიჩმონდში დაბრუნებულიყო, რათა შეესწავლა სამართალი უილიამ ვირტთან. [7] [11]
ქორწინება და ოჯახი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აპშერი პირველად დაქორწინდა ელიზაბეტ დენისზე აკომაკის ოლქში, ვირჯინიაში 1817 წლის 26 თებერვალს; იგი გარდაიცვალა მშობიარობისას 1817 წლის 28 ნოემბერს. მეორეჯერ დაქორწინდა თავის მეორე ბიძაშვილზე, [12] ელიზაბეტ ენ ბრაუნზე. წყვილს ჰყავდა ერთი ქალიშვილი, სუზან პარკერ ბრაუნ აპშერი (1826-1858).
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 SNAC — 2010.
- 1 2 Find a Grave — 1996.
- 1 2 GeneaStar
- ↑ Geni.com — 2006.
- ↑ Appletons' Cyclopædia of American Biography vol. VI p. 213
- ↑ "Abel Upshur" in Encyclopedia of Virginia Biography (a/k/a VBE) (1915) available online at ancestry.com
- 1 2 William H. Wroten, Jr.. (January 4, 1963) Abel Parker Upshur. Salisbury Times. ციტირების თარიღი: November 16, 2009
- ↑ Appleton's Cyclopedia Vol. VII p. 213
- ↑ American President: Abel P. Upshur (1843–1844). Miller Center of Public Affairs. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 6, 2009. ციტირების თარიღი: November 16, 2009
- ↑ Upshur, Abel P., Secretary of the Navy, October 1841 – July 1843. Naval History and Heritage Command. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 12, 2000. ციტირების თარიღი: November 16, 2009
- ↑ VBE
- ↑ Burton. Descendants of Littleton Ushur I. ციტირების თარიღი: February 10, 2016
