ლუის კასი
ლუის კასი | |
---|---|
ინგლ. Lewis Cass | |
დაბადების თარიღი | 9 ოქტომბერი, 1782[1] [2] [3] [4] |
დაბადების ადგილი | ექსეტერი[4] |
გარდაცვალების თარიღი | 17 ივნისი, 1866[1] [2] [3] [4] (83 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | დეტროიტი[4] |
მოქალაქეობა | აშშ |
განათლება | ფილიპსის ექსეტერის აკადემია |
მამა | Jonathan Cass |
დედა | Mary Cass[5] |
შვილ(ებ)ი | Lewis Cass, Jr., Mary Sophia Cass და Matilda Frances Cass[5] |
ლუის კასი (ინგლ. Lewis Cass; დ. 9 ოქტომბერი, 1782 — გ.17 ივნისი, 1866) — ამერიკელი სამხედრო ოფიცერი, პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე. წარმომადგენელი მიჩიგანის შტატის სენატში, მსახურობდა აშშ-ის ორი პრეზიდენტის, ენდრუ ჯექსონისა და ჯეიმზ ბიუკენენის კაბინეტში. 1848 წელს დემოკრატიულმა პარტიამ წარადგინა საპრეზიდენტო კანდიდატად.
დაიბადა ნიუ-ჰემფშირის შტატის ქალაქ ექსტერში, იურიდიული პრაქტიკის დაწყებამდე, სწავლობდა ფილიპს ექსტერის აკადემიაში, ქალაქ ზეინსვილში, ოჰაიოში. ოჰაიოს შტატის წარმომადგენელთა პალატაში მსახურების შემდეგ, დანიშნეს აშშ-ის მარშალად. იბრძოდა ინგლის-ამერიკის ომში, სადაც 1813 წელს დაინიშნა მიჩიგანის ტერიტორიის მმართველად.
1831 წელს, ენდრუ ჯექსონის პრეზიდენტობისას, გადადგა გუბერნატორის თანამდებობიდან, რის შემდგომაც დაინიშნა ომის მდივნად. 1836-1842 წლებში საფრანგეთში აშშ-ის ელჩად მსახურების შემდეგ წარადგინეს საპრეზიდენტო კანდიდატად. 1845-1848 წლებში მიჩიგანის საკანონმდებლო ორგანოს მიერ არჩეულ იქნა აშშ-ის სენატში.
1857 წლიდან 1860 წლამდე იყო სახელმწიფოს მდივნის თანამდებობაზე. გარდაიცვალა 1866 წელს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლუის კასის ნაშრომები, უილიამ ლ. კლემენტსის ბიბლიოთეკა, მიჩიგანის უნივერსიტეტი.
- ლუის კასი. Find a Grave-ზე.