შინაარსზე გადასვლა

მადლენ ოლბრაიტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მადლენ ოლბრაიტი
Madeleine Albright
მადლენ ოლბრაიტიMadeleine Albright
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
23 იანვარი, 1997  20 იანვარი, 2001
პრეზიდენტი  ბილ კლინტონი
წინამორბედიუორენ კრისტოფერი
მემკვიდრეკოლინ პაუელი

დაბადებული15 მაისი, 1937
პრაღა, ჩეხოსლოვაკია
გარდაცვლილი23 მარტი, 2022 (84 წლის)
პოლიტიკური პარტიადემოკრატიული პარტია

მადლენ ოლბრაიტი (ინგლ. Madeleine Albright; დ. 15 მაისი 1937 — გ. 23 მარტი, 2022) — ამერიკელი დიპლომატი და პოლიტიკური მოღვაწე. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი 1997-2001 წლებში. გაეროში ამერიკის მუდმივი წარმომადგენელი 1993-1997 წლებში.

დაიბადა 1937 წელს პრაღაში, წარმოშობით ბოჰემიელი ებრაელიების[1][2] იოსებ და ანა კორბელების ოჯახში. მადლენის დაბადების დროს მამამისი მუშაობდა ბელგრადში ჩეხოსლოვაკიის საელჩოშ პრეს-ატაშედ. 1939 წელს გერმანიის მიერ ჩეხოსლოვაკიის ოკუპაციის შემდეგ ოჯახთან ერთად გადასახლდა ლონდონში. იოზეფ კორბელი მუშაობდა ემიგრაციაში მყოფი ედუარდ ბენეშის მთავრობაში მრჩევლად.[3][4] მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კორბელების ოჯახი დაბრუნდა ჩეხოსლოვაკიაში, მაგრამ ხელისუფლებაში კომუნისტების მოსვლის შემდეგ აშშ-ში ითხოვეს პოლიტიკური თავშესაფარი.[3][4][5]

1957 წელს გახდა ამერიკის მოქალაქე. 1959 წელს უელსლის კოლეჯის პოლიტოლოგიის ბაკალავრის ხარისხი მიიღო. თავისუფლად ფლობდა ინგლისურ, რუსულ, ჩეხურ და ფრანგულ ენებს. კითხულობდა პოლონურად და სერბო-ხორვატულად.[6]

გაირდაიცვალა 2022 წლის 23 მარტს, 84 წლის ასაკში.[7]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. «Madeleine Albright and Big Bang actress 'ready to join Muslim registry'» დაარქივებული 2017-01-26 საიტზე Wayback Machine. .
  2. Michael Dobbs, «Albright’s Family Tragedy Comes to Light» დაარქივებული 2017-07-20 საიტზე Wayback Machine. , The Washington Post February 4, 1997, p. A01.
  3. 1 2 Michael Dobbs, Josef Korbel’s Enduring Foreign Policy Legacy დაარქივებული 2019-05-27 საიტზე Wayback Machine. , Washington Post, December 28, 2000.
  4. 1 2 Koven, Steven G.; Götzke, Frank (2010), American Immigration Policy: Confronting the Nation's Challenges, Springer Science & Business Media, p. 159, ISBN 978-0-387-95940-5, https://books.google.com/books?id=Pq04PFuRmQgC&pg=PA159. წაკითხვის თარიღი: 2022-03-23
  5. About us დაარქივებული 2017-02-04 საიტზე Wayback Machine. , Josef Korbel School of International Studies, University of Denver, retrieved May 15, 2016.
  6. Brockes, Emma (2003-10-30). „Interview: Madeleine Albright“. The Guardian. London. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-01-29. ციტირების თარიღი: 2017-01-27.
  7. Kelly, Caroline (March 23, 2022). „Madeleine Albright, first female US secretary of state, dies | CNN Politics“. CNN. ციტირების თარიღი: March 23, 2022.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: