საირუს ვენსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
საირუს ვენსი
CyrusVanceSoS.jpg
დაბადების თარიღი 27 მარტი 1917(1917-03-27)[1] [2] [3] [4] [5]
დაბადების ადგილი Clarksburg
გარდაცვალების თარიღი 12 იანვარი 2002(2002-01-12)[1] [2] [3] [4] [5] (84 წლის)
გარდაცვალების ადგილი Mount Sinai Hospital
მოქალაქეობა Flag of the United States.svg აშშ
განათლება Yale Law School, Kent School და Yale College
შვილ(ებ)ი Cyrus Vance, Jr.
ჯილდოები თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი, Four Freedoms Award - Freedom Medal, თავისუფლების პრემია და Category:Honorary doctors of the University of Haifa
Cyrus Vance Signature.svg

საირუს რობერტს ვენსი (დ. 27 მარტი, 1917 — გ. 12 იანვარი, 2002) — ამერიკელი იურისტი და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი 1977 წლიდან 1980 წლამდე ჯიმი კარტერის პრეზიდენტობის პერიოდში.[6] ამ პოსტზე მუშაობამდე ის იყო შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანის მოადგილე ჯონსონის ადმინისტრაციაში. პრეზიდენტ კენედის მმართველობის დროს იგი იყო არმიის მდივანი და თავდაცვის დეპარტამენტის გენერალური მრჩეველი. [7] .

როგორც სახელმწიფო მდივანი, ვენსის მიდგომა საგარეო პოლიტისკენ ემყარებოდა კონფლიქტის მოლაპარაკებებს და იარაღის შემცირების განსაკუთრებული ინტერესით გამოირჩეოდა. 1980 წლის აპრილში ვენსმა გააპროტესტა „არწივის კლანჭის ოპერაცია“ და დატოვა საკუთარი პოსტი. ეს ოპერაცია ჩატარდა ირანში ამერიკელი მძევლების გადასარჩენად და ატარებდა საიდუმლო მისიის ხასიათს. მისი გადადგომის შემდეგ პოსტზე დაინიშნა ედმუნდ მუსკი.

ვენსი იყო 1924 წლის დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის და იურისტის ჯონ დევისის ბიძაშვილი. იგი იყო მანჰეტენის საოლქო ადვოკატის საირუს ვენსი უმცროსის მამა.

ადრეული ცხოვრება და ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საირუს ვენსი დაიბადა 1917 წლის 27 მარტს კლარკსბურგში, დასავლეთ ვირჯინიის შტატში.[8] იგი იყო ჯონ კარლ ვენს II-ის და ემი რობერტს ვენსის შვილი. მას ასევე ჰყავდა უფროსი ძმა — ჯონ კარლ ვენს III.[8] ვენსის დაბადებიდან მალევე, მისი ოჯახი გადავიდა ბრონქსვილში, ნიუ-იორკი, რათა მამამისს მარტივად ემოძრავა სამსახურისკენ მანჰეტენში, სადაც იგი სადაზღვევო კომპანიისთვის მუშაობდა. ვენსის მამა ასევე იყო მიწათმფლობელი, ხოლო პირველი მსოფლიო ომის დროს სახელმწიფო აგენტად მუშაობდა.[9] 1922 წელს იგი მოულოდნელად პნევმონიისგან გარდაიცვალა.ref name="bell1992"/> ემი რობერტს ვენსი, საირუსის დედა, ცნობილი ფილადელფიელი ოჯახიდან იყო და აქტიურად იყო ჩართული სამოქალაქო საქმეებში. ქმრის გარდაცვალების შემდეგ იგი გადავიდა თავის ოჯახთან საცხოვრებლად შვეიცარიაში ერთ წლით, სადან საირუსმა და მისმა ძმამ ქალაქ ვევეს ინსტიტუტში ფრანგული ისწავლეს.

ვენსის ბევრად უფროსმა ბიძაშვილმა (რომელსაც ბიძად მოიხსენიებდნენ ოჯახში) ჯონ დევისმა, ამერიკის სახელმწიფო ელჩმა გაერთიანებულ სამეფოში და 1924 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატმა, გადაწყვიტა მისი მენტორი გამხდარიყო და იშვილა იგი.[10]

ვენსმა დაამთავრა კენტის სკოლა 1935 წელს[9] და მოიპოვა ბაკალავრის ხარისხი 1939 წელსიალეს კოლეჯში,[9] სადაც იყო საიდუმლო საზოგადოება „გრაგნილი და გასაღების“ წევრი. საირუსი კოლეჯში გატაცებულიიყო ჰოკეის თამაშით. იალეს იურიდიული სკოლა დაამთავრა 1942 წელს.[9] კოლეჯში სწავლის პერიოდში ვენსის კლასელები იყვნენ: სერკენტ შრაივერი, უილიამ სკრეტონი, სტენლი როჯერს რესორი და უილიამ ბუნდი. წლების შემდეგ ყოველ მათგანთან ერთად მუშაობდა.[6]

ვენსი გახდა სამხედრო მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც აშშ-ის საზღვაო ძალებში გაწევრიანდა და შეიარაღების ოფიცრად დაინიშნა გამანადგურებელ საბრძოლო გემზე სახელად ჰეილი (USS Hale DD-642) 1946 წლამდე იგი მონაწილეობდა არაერთ საზღვაო ბრძოლაში, მათ შორის იყო საიპანის ბრძოლა, ტარავას და გუამის ბრძოლები, აგრეთვე ბუგენვილის და ფილიპინების კამპანიები.[6] ომის შემდეგ, იგი ერთ წლის განმავლობაშ მუშაობდა მიდის კორპორაციაში, სანამ იურისტთა ფირმა Simpson Thacher & Bartlett]-ს შეუერთდებოდა ნიუ-იორკში[6]

29 წლის ასაკში დაქორწინდა გრეის ელზი გეი სლოენზე, 1947 წლის 15 თებერვალს. მასთან საირუსს ხუთი შვილი ეყოლა.

პოლიტიკური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1957 წელს, სენატორმა ლინდონ ჯონსონმა ჰკითხა საირუს ვენსს დაეტოვებინა უოლ სტრიტი აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტში სამუშაოდ, სადაც მან ხელი შეუწყო აერონავტიკის და კოსმოსური ეროვნული აქტის შედგენას, რასაც ნასას შექმნა მოჰყვა.[6]

1961 წელს, თავდაცვის მინისტრმა რობერტ მაკმანარამ, აიყვანა ვენსი თავდაცვის დეპარტამენტის გენერალურ მრჩეველად. შემდგომ იგი დაინიშნა არმიის მდივანად პრეზიდენტ ჯონ კენედის მიერ. იგი იყო მდივანი, როდესაც ჯარის ნაწილები 1962 წელს გაგზავნეს ჩრდილოეთ მისისიპში, რათა დაეცვათ ჯეიმს მერედიტი აჯანყებისგან და უზრუნველეყოთ მისისიპის უნივერსიტეტის სასამართლო დავალებით რასობრივი ინტეგრაციის სისრულეში მოყვანა.[9]

1964 წელს ვენსი გახდა შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის მოადგილე, ხოლო იმჟამინდელმა პრეზიდენტმა ლინდონ ჯონსონმა, ვენსი გაგზავნა პანამის არხშიში სტუდენტური არეულობების შემდეგ. 1967 წლის დეტროიტის ბუნტის შემდეგ, პრეზიდენტმა ჯონსონმა ვენსი მიჩიგანი გაგზავნა. შემდეგ შეეცადა გადაედო კვიპროსის კონფლიქტი.[6] 1968 წელს პრეზიდენტმა იგი გაგზავნა სამხრეთ კორეაში, რათა გამკლავებოდა პუებლოს მძევლად აყვანის საკითხს.

ვენსი პირველად მხარს უჭერდა ვიეტნამის ომს, მაგრამ 1960-იანი წლების ბოლოს შეეცვალა შეხედულებები და გადადგა თანამდებობიდან, პრეზიდენტს კი ურჩია დაეტოვებინა სამხრეთ ვიეტნამი. ვენსი მსახურობდა ევერელ ჰარიმანის მოადგილედ პარიზის სამშვიდობო ხელშეკრულების დროს, რომელიც შეჩერდა პრეზიდენტობის კანდიდატის — რიჩარდ ნიქსონის მონაწილეობის გამო.[6] ვენსმა ამ უშედეგო სამშვიდობო მოლაპარაკებებს „ისტორიის ერთ-ერთი უდიდესი ტრაგედია“ უწოდა. მან მიიღო თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი 1969 წელს.[9]

აშშ-ის თავდაცვის მდივანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვენსი ესაუბრება აშშ-ს პრეზიდენტ ჯიმი კარტერს თეთრი სახლის ეზოში, 1977 წლის მარტი.
ირანის შაჰი მოჰამედ რიზა ფეჰლევი ხვდება ალფრედ ლეროი ეთერონს, უილიამ სალივანს, საირუს ვენსს და პრეზიდენტ ჯიმი კარტერს 1977 წელს.

პრეზიდენტ ჯიმი კარტერს თავდაცვის მდივნის კანდიდატურაზე უნდოდა ჯორჯ ბოლის ნომინაცია, თუმცა, შეეშინდა, რომ იგი ზედმეტად ლიბერალური იყო ამ პოსტისთვის და საბოლოოდ გადაწყვიტა ვენსის ნომინაცია. ვენსმა ითამაშა მნიშვნელოვანი როლი პანამის არხი შეთანხმებაში, ასევე მოლაპარაკებებში როდეზიაში, ნამიბიასა და სამხრეთ აფრიკაში. მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ისრაელის მინისტრებთან — მოშე დაიანსა და ეზერ ვაიცმანთან 1978 წლის დავითის ბანაკის შეთანხმებების გამო.

ვენსი აგრეთვე მუშაობდა სსრკ-სთან უფრო ახლო ურთიერთობების დასამყარებლად.

შემდგომი კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1970 წლის მაისში ვენსი დაინიშნა კომისრის თანამდებობაზე კნაპის კომისიაში, რომელიც ჩამოაყალიბა ნიუ–იორკის მერმა, ჯონ ლინდსიმ ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტში სისტემური კორუფციის გამოსაძიებლად. კნაპის კომისიამ სატელევიზიო ეთერით ისაუბრა პოლიციის კორუფციის შესახებ და 1972 წელს საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა. კნაპის კომისიის მუშაობამ დაიწყო პოლიციელების დევნა კორუფციის ბრალდებით და დასრულდა მნიშვნელოვანი, მოკლევადიანი რეფორმებით პოლიციის განყოფილებებში, აგრეთვე, დროებით სპეციალურად ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის, მოსამართლეების და ადვოკატებისთვის გამოიყო პროკურორუ, რათა უფრო ეფექტურად ებრძოლად კორუფციის წინააღმდეგ.

1974 წლიდან 1976 წლამდე ვენსი ნიუ-იორკის საქალაქო ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტად მუშაობდა. 1980 წელს ვენსი დაუბრუნდა იურიდიულ საქმიანობას Simpson Thacher & Bartlett–ში, მაგრამ არაერთხელ გამოიძახეს საჯარო სამსახურში 1980-იან და 1990-იან წლებში, მონაწილეობდა დიპლომატიურ მისიებში ბოსნიაში, ხორვატიასა და სამხრეთ აფრიკაში. ვენსმა ხელი შეუწყო მთიანი ყარაბაღის მოლაპარაკებებს.

1991 წელს იგი დაინიშნა გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლად ხორვატიაში და შესთავაზა „ვენსის გეგმა“ ხორვატიაში კონფლიქტის მოსაგვარებლად. ხორვატიისა და სერბეთის ხელისუფლება დათანხმდა ვენსის გეგმას, მაგრამ კრაინას ლიდერებმა უარი თქვეს, მიუხედავად იმისა, რომ იგი სერბებს სთავაზობდა საკმაოდ დიდ ავტონომიას მსოფლიო სტანდარტებით, ეს არ ითვალისწინებდა კრაინას სრულ დამოუკიდებლობას. მან განაგრძო მუშაობა Zagreb 4-ის ჯგუფის წევრად. მათ მიერ შედგენილი გეგმა, სახელწოდებით Z-4, ეფექტურად დასრულდა, როდესაც 1995 წელს ხორვატიის ძალებმა აღადგინეს კრაინას რეგიონზე კონტროლი (ოპერაცია შტორმი).

1993 წლის იანვარში, როგორც გაეროს სპეციალური ელჩი ბოსნიაში, ვენსმა და ევროკავშირის წარმომადგენელმა ლორდმა დევიდ ოუენმა, დაიწყეს მშვიდობიანი გეგმის ამუშავებაზე მოლაპარაკება, რომელიც ბოსნიის ომის დასრულებას ეხებოდა. გეგმა არ მიიღეს, ვენსმა თანამდებობა დატოვა როგორც გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურმა ელჩმა. იგი ჩაანაცვლა ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტორვალდ სტოლტენბერგმა.

1997 წელს იგი დაინიშნა ამერიკის ირანული საბჭოს საპატიო კათედრის წევრად.[11]

1993 წელს ვენსს მიენიჭა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო აკადემიის სილვანუს ტაერის ჯილდო.

1995 წელს მუშაობდა ჩრდილოეთ მაკედონიასა და საბერძნეთში მოლაპარაკებებისთვის. ვენსი იყო სამმაგი კომისიის წევრი.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვენსი რამდენიმე წლის განმავლობაში ებრძოდა ალცჰაიმერის დაავადებას. საბოლოოდ, იგი გარდაიცვალა სინის მთის სამედიცინო ცენტრში, ნიუ-იორკში, 2002 წლის 12 იანვარს, 84 წლის ასაკში. სიკვდილის მიზეზი ალცჰაიმერთან ერთად გახდა პნევმონია და სხვა დაავადებები. მისი დაკრძალვის ცერემონიალი გაიმართა მანჰეტენზე, ხოლო დაკრძალეს არლინგტონში, ვირჯინიაში. მისი მეღლე გრეისი გარდაიცვალა ნიუ-იორკში, 2008 წლის 22 მარტს, 89 წლის ასაკში.[12]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 Munzinger-Archiv — 1913.
  5. 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 6.5 6.6 Marilyn Berger. “Cyrus R. Vance, a Confidant Of Presidents, Is Dead at 84“. ციტირების თარიღი: 3 May 2017. 
  7. Bell, William Gardner (1992). ""Cyrus Roberts Vance"", Secretaries of War and Secretaries of the Army: Portraits and Biographical Sketches. United States Army Center of Military History. ციტირების თარიღი: September 22, 2007. 
  8. 8.0 8.1 Birth Record Detail: Cyrus Roberts Vance. West Virginia Vital Research Records. West Virginia Division of Culture and History. ციტირების თარიღი: August 10, 2015.
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 9.4 9.5 Bell, William Gardner (1992). ""Cyrus Roberts Vance"", Secretaries of War and Secretaries of the Army: Portraits and Biographical Sketches. United States Army Center of Military History. ციტირების თარიღი: September 22, 2007. 
  10. Harbaugh 1973
  11. Khoda Hafez. A Message from AIC on the Occasion of the New Year. American Iranian Council. დაარქივებულია ორიგინალიდან - June 14, 2011. ციტირების თარიღი: September 20, 2012
  12. Vance, Grace Sloane“, The New York Times, March 26, 2008. ციტირების თარიღი: October 3, 2013.