ედმუნდ რენდოლფი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ედმუნდ რენდოლფი
Edmund Randolph (1753-1813) by an unidentified artist.png
დაბადების თარიღი 10 აგვისტო, 1753(1753-08-10)[1] [2] [3]
დაბადების ადგილი Williamsburg
გარდაცვალების თარიღი 12 სექტემბერი, 1813(1813-09-12)[1] (60 წლის) ან 13 სექტემბერი, 1813(1813-09-13)[2] (60 წლის)
გარდაცვალების ადგილი Millwood
მოქალაქეობა აშშ
განათლება College of William & Mary
მამა John Randolph[4]
დედა Arianna Vanderheyden Jennings[4]
მეუღლე/ები [Sarah] Elizabeth Nicholas[4]
შვილ(ებ)ი Peyton Randolph და Lucy Nelson Randolph
Edmund Randolph Signature.svg

ედმუნდ ჯენინგს რენდოლფი (ინგლ. Edmund Jennings Randolph; დ. 10 აგვისტო, 1753 — გ. 12 სექტემბერი, 1813) — ამერიკელი იურისტი, ვირჯნიის შტატის გუბერნატორი, სახელმწიფო მდივანი და აშშ-ის იუსტიციის პირველი მინისტრი. დაიბადა უილიამსბურგში (ვირჯინია). იურიდიული განათლება მიიღო უილიამის და მერის კოლეჯში. კოლჯის დამთავრების შემდეგ მან დაიწყო მუშაობა თავისი მამის ჯონ რენდოლფის იურიდიულ ფირმაში. 1775 წელს ამერკის რევოლუციის დაწყებითანავე მისი მამა ჯონ რენდოლფი დაბრუნდა ბრიტანეთში. ხოლო ედმუნდ რენდოლფი შევიდა კონტინენტალურ არმიაში და იქ მოღვაწეობდა გენერალ ჯოჯრ ვაშინგტონის თანაშემწედ.

მისი ბიძის პეიტონ რენდოლფის სიკვდილის შემდეგ, იგი დაბრუნდა ვირჯინიაში. რენდოლფი 1779 წელს არჩეულ იქნა კონტინენტალური კონგრესის დელეგატად და მუშაობდა 1782 წლამდე.

1786 წელს რენდოლფი აირჩიეს ვირჯინიის გუბერნატორად, იმავე წელს ის წარგზავნილი იქნა ანაპოლისის კონვენციაზე, ვირჯინიის დელეგატად. მომდევნო წელს რენდოლფმა კონსიტუციურ კონვენციას წარუდგინა ვირჯინიის გეგმა ქვეყნის სამთავრობო მოწყობის შესახებ.

1789 წლის სექტემბერსი ედმუნდ ჯენინგს რენდოლფი დაინიშნა აშშ–ის იუსტიციის მინისტრად, ხოლო სახელმწიფო მდივნის თომას ჯეფესონის გადაგომის შემდეგ 1793 წელს მან დაიკავა ეს პოსტი.

პოსტიდან წასვლის შემდეგ ის დაბრუნდა ვირჯინიაში და განაგრძო იურისტად მუშაობა. ყველაზე ცნობილი საქმე რომელშიც იგი მონაწილეობდა იყო აარონ ბურის საქმე 1807 წელს.

რენდოლფი გარდაიცვალა 1813 წლის, 12 სექტემბერს, კარტერ ჰილში, მილვუდის მახლობლად, კლარკის ქაუნთიში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]