ედმუნდ მასკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მასკი 1971 წელს

ედმუნდ სიქსტუს მასკი (დ. 28 მარტი, 1914 — გ. 26 მარტი, 1996) — ამერიკელი სახელმწიფო მოღვაწე და პოლიტიკური ლიდერი, პრეზიდენტ ჯიმი კარტერის დროს — აშშ-ის 58-ე სახელმწიფო მდივანი, 1959-1980 წლებში — მენის შტატიდან აშშ-ს სენატორი, 1955-1959 წლებში — მენის შტატის 64-ე გუბერნატორი და 1946-1951 წლებში — მენის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი.

მასკი დაიბადა რუმფორდში, მენის შტატში, პოლონელი მშობლების ოჯახში, პირველი შვილის ირენის შემდეგ. მისი მამა სტეფანი დაიბადა იასიონოვკაში (პოლონეთი), 1903 წელს ემიგრაციაში წავიდა ამერიკაში და 1914 წელს გვარი „მარციშევსკიდან“-დან შეიცვალა „მასკი“-თ[1][2], ხოლო დედა ჟოსეფინი (ქორწინებამდე ჩარნეცკა) დაიბადა პოლონურ-ამერიკულ ოჯახში, ბუფალოში, ნიუ-იორკში (აშშ.). ისინი დაქორწინდნენ 1911 წელს. ოთხი წლის ასაკამდე ედმუნდ მასკის ერთადერთი მშობლიური ენა იყო პოლონური. ამის შემდგომ მალევე დაიწყო ინგლისურის სწავლა და საბოლოოდ დაკარგა სრულყოფილება მშობლიურ ენაში. ახალგაზრდობაში იყო მეთევზე, მონადირე და მოცურავე. იგი თავის სახელს უცნაურად მიიჩნევდა და მთელი ცხოვრება იყენებდა „ედ“-ს. ახალგაზრდობაში იყო მორცხვი და მღელვარე, მაგრამ შეიძინა დიდი რაოდენობის მეგობრები. ის სწავლობდა სტივენსის საშუალო სკოლაში, სადაც თამაშობდა კალათბურთს, მონაწილეობდა სახელოვნებო შესრულებებში და არჩეული იყო სტუდენტური ორგანოს პრეზიდენტად[3]. სკოლის გაზეთის 1931 წლის გამოცემაში მასზე აღნიშნული იყო შემდეგი: „როდესაც სტივენსის [სასწავლებელი] დარბაზებში თქვენს ზემოთ აზიდულ თავსა და მხრებს ხედავთ, უნდა იცოდეთ,რომ თქვენი თვალები ზეიმობს ამერიკის შეერთებული შტატების მომავალი პრეზიდენტის ხილვით“.[4]

მასკი აგრეთვე ცნობილია როგორც აშშ-ის საბიუჯეტო პროცესის ავტორი.[5][6][7]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Witherell (2014), p. 4
  2. David (1970), p. 10
  3. Edmund S. Muskie | 150 Years | Bates College en (March 22, 2010). ციტირების თარიღი: January 30, 2018
  4. Witherell (2014), p. 29
  5. Archived at Ghostarchive and the Sen. King Honors Sen. Ed Muskie's Centennial Birthday. March 27, 2014. Event occurs at თარგი:Time needed. დაარქივებულია ორიგინალიდან მარტი 28, 2014-ში. https://web.archive.org/web/20140328234514/http://www.youtube.com/watch?v=yY5IWOkRONc&gl=US&hl=en.: Sen. King Honors Sen. Ed Muskie's Centennial Birthday. March 27, 2014. Event occurs at თარგი:Time needed. https://www.youtube.com/watch?v=yY5IWOkRONc.
  6. Ayres, B. Drummond Jr. (February 14, 1979). „Budget Balancers Warned by Muskie“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: February 20, 2018.
  7. Chronology of Muskie's life and work | Archives | Bates College en (September 9, 2016). ციტირების თარიღი: February 20, 2018