ხარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ხარები უღელში

ხარიკასტრირებული (დაკოდილი) კურო. გამოირჩევა მაღალი შრომისუნარიანობით, მშვიდი ხასიათით, აქვს მკვრივი ჩონჩხი, მოკლე და ძლიერი კისერი. იყენებენ როგორც სახორცე და მუშა ცხოველს. ადრე, როგორც წესი, კოდავდნენ მსხვილი ჯიშებისა და ჯიშნარევ ცხოველებს. დღეისათვის უმთავრესად ერთი წლის, სანაშენო მიზნებისთვის გამოუსადეგარ ხბოებს კოდავენ და ხორცის მიღებისათვის კვებავენ. ყველაზე ხშირად კასტრაციას მიმართავენ იმ მეურნეობებში, სადაც საქონელს საძოვარზე იყოლიებენ, რადგან მათი ყოლა მოსახერხებელია დიდ ჯგუფებად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ხარი&oldid=3716114“-დან