ნიუელს ოლდ ბოისი (საფეხბურთო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ნიუელს ოლდ ბოისი
Newell's Old Boys
Newell's escudo 2016.png
სრული სახელი Club Atlético Newell's Old Boys
კლუბ ატლეტიკო ნიუელს ოლდ ბოისი
მეტსახელი La Lepra (კეთროვნები)
Rojinegro (წითელ-შავები)
დაარსდა 3 ნოემბერი, 1903
სტადიონი ესტადიო მარსელო ბიელსა
როსარიო, არგენტინა
(ტევადობა: 42,000 მაყურებელი)
პრეზიდენტი არგენტინის დროშა ედუარდო ბერმუდესი
მწვრთნელი არგენტინის დროშა ხუან მანუელ ლიოპი
ლიგა არგენტინის პრიმერა დივიზიონი
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა

ნიუელს ოლდ ბოისი (ესპ. Club Atlético Newell's Old Boys) — არგენტინული საფეხბურთო კლუბი. დაარსდა ქალაქ როსარიოში 1903 წლის სამ ნოემბერს. ასპარეზობს არგენტინის პრიმერა დივიზიონში.[1].

კლუბის სახელწოდება დაკავშირებულია არგენტინული ფეხბურთის პიონერთან აიზეკ ნიუელთან (ინგლ. Isaac Newell) და ითარგმნება როგორც — „ნიუელის ძველი ბიჭები“. კლუბის დამფუძნებლად მიიჩნევენ აიზეკ ნიუელის ვაჟს — კლაუდიო ნიუელს.

ნიუელს ოლდ ბოისი ექვსჯერ ფლობდა არგენტინის ჩემპიონის ტიტულს.

პირველად ქვეყნის ჩემპიონობა 1974 წელს მოიპოვა, როდესაც მეტროპოლიტანოს ტურნირში გაიმარჯვა, ხოლო ყველაზე დიდ შედეგებს 80-იანი და 90-იანი წლების მიჯნაზე მიაღწია, როდესაც სამჯერ დაეუფლა არგენტინის ჩემპიონობას და ორჯერ ლიბერტადორესის თასის ფინალში მოახერხა გასვლა.[2][3]

სტადიონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ესტადიო მარსელო ბიელსა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლუბის საშინაო არენაა „ესტადიო მარსელო ბიელსა“ (ესპ. Estadio Marcelo A. Bielsa), რომელიც 42 ათას მაყურებელს იტევს. სტადიონს, რომელსაც მანამდე უბრალოდ „ელ კოლოსო დელ პარკე“-ს ეძახდნენ (ესპ. El Coloso del Parque), კლუბის ყოფილი ფეხბურთელისა და მწვრთნელის — მარსელო ბიელსას სახელი ოფიციალურად 2009 წლის 22 დეკემბერს ეწოდა.[4][5]

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ესტადიო მარსელო ბიელსა“ (ესპ. Estadio Marcelo A. Bielsa) „ნიუელს ოლდ ბოისის“ საშინაო არენა.

არგენტინის დროშა არგენტინის ჩემპიონატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საერთაშორისო ტურნირები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცნობილი ფეხბურთელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული პერიოდი
1960-იანი და 1970-იანი
1980-იანი და 1990-იანი
2000-იანი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Newell's Old Boys squad 2017/2018 Prepared and maintained by int.soccerway.com (17 სექტემბერი, 2017). წაკითხვის თარიღი: 4 იანვარი, 2018.
  2. Pablo Ciullini and Karel Stokkermans (7 მარტი, 2013). Copa Libertadores de América 1988. Nacional (URU) 3–0 Newell's Old Boys (ARG). RSSSF. წაკითხვის თარიღი: 26 თებერვალი, 2018.
  3. Pablo Ciullini and Karel Stokkermans (7 მარტი, 2013). Copa Libertadores de América 1992. Newell's Old Boys (ARG) 1–1 (2–3p) São Paulo (BRA). RSSSF. წაკითხვის თარიღი: 26 თებერვალი, 2018.
  4. Estadio Marcelo A. Bielsa (El Coloso del Parque) stadiumdb.com. წაკითხვის თარიღი: 10 იანვარი, 2018.
  5. Estadio Marcelo A. Bielsa newellsoldboys.com.ar. წაკითხვის თარიღი: 10 იანვარი, 2018.
  6. Revista Newell's Campeón 2013 Revista sobre el campeonato obtenido por Newell's Old Boys de Rosario en 2013 (9 სექტემბერი, 2015). წაკითხვის თარიღი: 10 იანვარი, 2018.