ინდეპენდიენტე (საფეხბურთო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ინდეპენდიენტე
Independiente
Escudo del Club Atlético Independiente.svg
სრული სახელი Club Atlético Independiente
კლუბ ატლეტიკო ინდეპენდიენტე
მეტსახელი Los Diablos Rojas (წითელი ეშმაკები)
Rey de Copas (თასთამპყრობელნი)
დაარსდა 1 იანვარი, 1905
სტადიონი ესტადიო ლიბერტადორეს დე ამერიკა
აველიანედა, არგენტინა
(ტევადობა: 48,069 მაყურებელი)
პრეზიდენტი არგენტინის დროშა უგო მოიანო
მწვრთნელი არგენტინის დროშა არიელ ოლანი
ლიგა არგენტინის პრიმერა დივიზიონი
საიტი ოფიციალური
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

ინდეპენდიენტე (ესპ. Club Atlético Independiente) — არგენტინული საფეხბურთო კლუბი. დაარსდა ქალაქ აველიანედაში 1905 წლის პირველ იანვარს. ასპარეზობს არგენტინის პრიმერა დივიზიონში და ითვლება ერთ-ერთ ყველაზე უფრო ძლიერ და პოპულარულ გუნდად არგენტინული ფეხბურთის ისტორიაში. „ბოკა ხუნიორსთან“,[1] „რასინგთან“,[2] „რივერ პლეიტთან“[3] და „სან ლორენსოსთან“[4] ერთად შედის არგენტინული საფეხბურთო კლუბების დიდ ხუთეულში.[5][6]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ინდეპენდიენტეს“ ისტორია სათავეს 1905 წლის პირველი იანვრიდან, ბუენოს-აირესის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე პატარა ქალაქ აველიანედაში იღებს. მეოცე საუკუნის დასაწყისში, აველიანედა (რომელიც ესპანური ენის არგენტინული ვარიანტის თავისებურებებიდან გამომდინარე, ქალაქის სახელწოდებაში ორმაგი „ლ“-ს არსებობის გამო — (ესპ. Avellaneda) — ძირითადად ისმინება, როგორც „ავე--ანედა“) ფაქტობრივად დიდი ბუენოს-აირესის შემადგენლობაშია, როგორც მისი ერთ-ერთი გარეუბანი. ქალაქში, რომლის მოსახლეობა იმ დროისთვის 150 ათასს არ აღემატება, უკვე არსებობს საფეხბურთო კლუბი „რასინგი“[7] (იგი ორი წლით ადრე, 1903 წელს დაიბადა). არგენტინული ფეხბურთის ისტორიის სპეციალისტების ნაწილს მიაჩნია, რომ „ინდეპენდიენტეს“ გამოჩენა მაშინდელი მოდის მიმართ ერთგვარი ანგარიშის გაწევითაც იყო განპირობებული (ითვლებოდა, რომ რაც უფრო მეტი საფეხბურთო კლუბი ეყოლებოდა ქალაქს, მით უკეთესი იქნებოდა). თვითმხილველების გადმოცემით, კონკურენცია ამ ორ გუნდს შორის თავიდანვე ყველაფერში იგრძნობოდა (მათ შორის საფეხბურთო ფორმის ფერთა არჩევანშიც).

არგენტინული ფეხბურთის ელიტაში „ინდეპენდიენტე“ 1915 წლიდან იწყებს შესვლას. პირველ წარმატებას კი 1922 წელს აღწევს, როდესაც ქვეყნის ჩემპიონატს იგებს. 20-იან წლებში, არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის შიგნით არსებული უთანხმოებების გამო პარალელურად ორი ჩემპიონატი ტარდება: ერთი — არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის (A.A.F.), ხოლო მეორე — არგენტინის სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის (A.Am.F.) ეგიდით. „ეშმაკებიც“ სწორედ ამ უკანასკნელის მიერ ორგანიზებული პირველობის ფარგლებში გამოდიან.

შემდგომ წარმატებას გუნდი 1926 წელს აღწევს (ამ დროს ჯერ კიდევ ორი პარალელური ჩემპიონატი ეწყობა, სადაც თითოეული თავის გამარჯვებულს ავლენს). 1931 წლიდან კი სათავეს იღებს ქვეყნის ერთიანი პროფესიონალური საფეხბურთო ჩემპიონატი. მომდევნო გამარჯვებები „ეშმაკებთან“ 1938 და 1939 წლებში მოდის.

30-იან და 40-იან წლებში „ინდეპენდიენტეს“ ღირსებას ისეთი ლეგენდარული ფეხბურთელები იცავდნენ, როგორებიც იყვნენ ანტონიო სასტრე, ვისენტე დე ლა მატა[8] და არსენიო ერიკო.[9] ამ უკანასკნელმა არგენტინული კლუბის შემადგენლობაში ჩატარებულ 325 მატჩში 295 გოლი გაიტანა, რაც არგენტინის პრიმერის ყველა დროის საუკეთესო მაჩვენებელია.[10]

არგენტინის პროფესიონალური საფეხბურთო ჩემპიონატების გათამაშებიდან მოყოლებული (1931) „ინდეპენდიენტე“ — 14-ჯერ ფლობდა არგენტინის ჩემპიონის ტიტულს (მესამე მაჩვენებელი „ბოკა ხუნიორსის“ და „რივერ პლეიტის“ შემდეგ).

გუნდი განსაკუთრებით კარგად ასპარეზობდა საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირებზე, რომლის ფარგლებში — 7-ჯერ მოიპოვა ლიბერტადორესის თასი, რაც სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის ისტორიაში დღემდე მიუღწეველ მაჩვენებლად რჩება. ორ-ორჯერ გაიმარჯვა ლიბერტადორესის სუპერთასის (ესპ. Supercopa Libertadores) და საკონტინენტთაშორისო თასის გათამაშებაში.[11][12] ასევე, ორჯერ მოიპოვა რიკარდო ალდაოს თასი.[13][14]

70-იანი წლები კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო ნაყოფიერი პერიოდია. იგი ოთხჯერ ზედიზედ (1972, 1973, 1974, 1975) ლიბერტადორესის თასს ეუფლება. ამ დროს მის რიგებში არგენტინული ფეხბურთის კიდევ ერთი ლეგენდა — რიკარდო ბოჩინი [15][16][17][18][19] გამოდის. ფეხბურთის ბევრი სპეციალისტი მის სახელს უკავშირებს კლუბის იმდროინდელ წარმატებებს.

სხვადასხვა დროს „ინდეპენდიენტეს“ რიგებში ასპარეზობდნენ როგორც ადგილობრივი, ისე მსოფლიო დონის ვარსკვლავები. მათ შორის — ექტორ იასალდე (1970 წლის არგენტინის საუკეთესო ფეხბურთელი.[20][21] პირველი ფეხბურთელი, ვინც ეს ტიტული მოიპოვა. 1974 წლის ოქროს ბუცის მფლობელი ლისაბონის „სპორტინგის“ შემადგენლობაში (46 გოლი 29 მატჩში).[22][23] ლიონელ მესის გარდა იგი ერთადერთი და პირველი არგენტინელი ფეხბურთელია, ვისაც ეს ჯილდო გადაეცა), ხოსე ომარ პასტორისა (1971 წლის არგენტინის საუკეთესო ფეხბურთელი. იასალდეს შემდეგ პასტორისა იყო მეორე ფეხბურთელი, ვისაც ეს ტიტული მიენიჭა),[24][25]დანიელ ბერტონი, ომარ ლაროსა, ხორხე ოლგინი (1978 წლის მსოფლიო ჩემპიონები არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში, მათ შორის, ბერტონი იყო ჩემპიონატის ფინალში გატანილი მესამე და შესაბამისად, არგენტინის მუნდიალის უკანასკნელი გოლის ავტორი), ხორხე ბურუჩაგა[26] (მსოფლიო ჩემპიონი არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში, რომელმაც გადამწყვეტი, გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში), დიეგო ფორლანი (2010 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე ურუგვაის ნაკრების შემადგენლობაში. ტროფეო პიჩიჩის (ესპ. Trofeo Pichichi) და ოქროს ბუცის ორგზის (2005, 2009) მფლობელი, ურუგვაის ფეხბურთის ისტორიაში ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებული ფორვარდი) და სხვები.

90-იანი წლებიდან დღემდე, კლუბი მხოლოდ ორჯერ აღწევს არგენტინის ჩემპიონატში წარმატებას. პირველად 1994 წელს, როდესაც კლაუსურას ტურნირს იგებს[27] და ბოლოს 2002 წელს, როდესაც აპერტურას გათამაშებაში იმარჯვებს.[28]

სტადიონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ესტადიო ლიბერტადორეს დე ამერიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლუბის საშინაო არენაა „ესტადიო ლიბერტადორეს დე ამერიკა“ (ესპ. Estadio Libertadores de América).[29][30] იგი ამ სახელს 2005 წლიდან ატარებს. სტადიონმა რეკონსტრუქციის (ფაქტობრივად მისი დემონტაჟისა და ხელახლა აშენების) შემდეგ, პირველად 2009 წლის 28 ოქტომბერს უმასპინძლა ფეხბურთის გულშემატკივრებს. მისი წინამორბედი, „ესტადიო დე ინდეპენდიენტე“ (ესპ. Estadio de Independiente)[31] ჯერ კიდევ 1928 წლის 4 მარტს გაიხსნა (პირველი შეხვედრა „ინდეპენდიენტეს“ და „პენიაროლს“ შორის შედგა და ფრედ 2–2 დასრულდა). სწორედ ეს სტადიონი მასპინძლობდა წლების განმავლობაში სხვადასხვა მაღალი დონის საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების ფინალებს (მათ შორის, აქ გაიმართა საკონტინენტთაშორისო თასის ოთხი[32][33][34][35] და ლიბერტადორესის თასის შვიდი ფინალური მატჩი[36][37][38][39][40][41][42]).


ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ესტადიო ლიბერტადორეს დე ამერიკა“ (ესპ. Estadio Libertadores de América) „ინდეპენდიენტეს“ საშინაო არენა, 2014.

არგენტინის დროშა არგენტინის ჩემპიონატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საერთაშორისო ტურნირები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცნობილი ფეხბურთელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული პერიოდი
1960-იანი და 1970-იანი
1980-იანი და 1990-იანი
2000-იანი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. (ესპანური)Club Atlético Boca Juniors (Sitio web oficial)“, bocajuniors.com.ar. წაკითხვის თარიღი: 16 მარტი, 2017. 
  2. (ესპანური)Racing Club de Avellaneda (Sitio web oficial)“, racingclub.com.ar. წაკითხვის თარიღი: 16 მარტი, 2017. 
  3. (ესპანური)Club Atlético River Plate (Sitio web oficial)“, cariverplate.com.ar. წაკითხვის თარიღი: 16 მარტი, 2017. 
  4. (ესპანური)San Lorenzo de Almagro (Sitio web oficial)“, sanlorenzo.com.ar. წაკითხვის თარიღი: 16 მარტი, 2017. 
  5. (ესპანური)VEl Clásico de Avellaneda, por Ricardo Ismael Gorosito“, javierbravo-linesman.blogspot.com. წაკითხვის თარიღი: 7 მარტი, 2017. 
  6. (ესპანური) Archetti, Eduardo P. (2005). “El deporte en Argentina (1914–1983)“, unse.edu.ar. წაკითხვის თარიღი: 17 მარტი, 2017. „en la revista Trabajo y sociedad, Nº 7, vol. VI, junio-septiembre de 2005, Santiago del Estero, Argentina, ISSN 1514–6871, pag. 6.“ 
  7. (ესპანური)Racing Club de Avellaneda (Sitio web oficial)“, racingclub.com.ar. წაკითხვის თარიღი: 14 მარტი, 2017. 
  8. (ესპანური)Vicente de la Mata“, independiente1905.com.ar. წაკითხვის თარიღი: 7 მარტი, 2017. 
  9. (ესპანური)Arsenio Erico“, web.archive.org (es.fifa.com). წაკითხვის თარიღი: 7 მარტი, 2017. 
  10. (ესპანური)1938 Arsenio Erico, el máximo goleador“, elgrafico.com.ar. წაკითხვის თარიღი: 7 მარტი, 2017. 
  11. (ინგლისური)Intercontinental Cup 1973. Juventus (Italy) 0–1 Independiente (Argentina)“, Prepared and maintained by Osvaldo José Gorgazzi for the Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. წაკითხვის თარიღი: 7 მარტი, 2017. 
  12. (ინგლისური)Intercontinental Cup 1984. Independiente (ARG) 1–0 FC Liverpool (ENG)“, Prepared and maintained by Josef Bobrowsky and Osvaldo José Gorgazzi for the Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. წაკითხვის თარიღი: 7 მარტი, 2017. 
  13. (ინგლისური)Copa Dr. Ricardo C. Aldao. Peñarol (Montevideo) 1–3 Independiente (Avellaneda)“, Prepared and maintained by Osvaldo José Gorgazzi for the Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. წაკითხვის თარიღი: 7 მარტი, 2017. 
  14. (ინგლისური)Copa Dr. Ricardo C. Aldao. Nacional (Montevideo) 0–5 Independiente (Avellaneda)“, Prepared and maintained by Osvaldo José Gorgazzi for the Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. წაკითხვის თარიღი: 7 მარტი, 2017. 
  15. (ესპანური)Ricardo Enrique Bochini“, graciasmaestro.com.ar. წაკითხვის თარიღი: 7 მარტი, 2017. 
  16. (ესპანური)Ricardo Enrique Bochini“, futbolfactory.futbolweb.net. წაკითხვის თარიღი: 7 მარტი, 2017. 
  17. (ესპანური)Ricardo Bochini: "Hoy se usa la palabra ídolo para cualquier cosa"“, elgrafico.com.ar. წაკითხვის თარიღი: 7 მარტი, 2017. 
  18. (ინგლისური)Ricardo Bochini (Independiente) — Footballer of the Year of Argentina 1983“, Prepared and maintained by José Luis Pierrend for the Rec.Sport.Soccer Statistics Foundation, 16 იანვარი, 2009. წაკითხვის თარიღი: 14 მარტი, 2017. 
  19. (ესპანური)Ricardo Bochini (Independiente) — Footballer of the Year of Argentina 1983“, Círculo de Periodístas Deportivos (cpd.com.ar). წაკითხვის თარიღი: 14 მარტი, 2017. 
  20. (ინგლისური)Héctor Yazalde (Independiente) — Footballer of the Year of Argentina 1970“, Prepared and maintained by José Luis Pierrend for the Rec.Sport.Soccer Statistics Foundation, 16 იანვარი, 2009. წაკითხვის თარიღი: 14 მარტი, 2017. 
  21. (ესპანური)Héctor Yazalde (Independiente) — Footballer of the Year of Argentina 1970“, Círculo de Periodístas Deportivos (cpd.com.ar). წაკითხვის თარიღი: 14 მარტი, 2017. 
  22. (ინგლისური)Golden Boot ("Soulier d'Or") Awards. Héctor Yazalde (Sporting Clube de Portugal) — European Golden Shoe winner 1974“, Prepared and maintained by Sorin Arotaritei, Roberto Di Maggio and Karel Stokkermans for the Rec.Sport.Soccer Statistics Foundation, 18 აგვისტო, 2016. წაკითხვის თარიღი: 14 მარტი, 2017. 
  23. (ინგლისური)Football player Hector Yazalde holding his European Golden Boot award, as the highest goal scorer in the European league, Boulogne, France, circa 1974.“, gettyimages.co.uk (Photo by Keystone/Hulton Archive/Getty Images). წაკითხვის თარიღი: 14 მარტი, 2017. 
  24. (ინგლისური)José Omar Pastoriza (Independiente) — Footballer of the Year of Argentina 1971“, Prepared and maintained by José Luis Pierrend for the Rec.Sport.Soccer Statistics Foundation, 16 იანვარი, 2009. წაკითხვის თარიღი: 14 მარტი, 2017. 
  25. (ესპანური)José Omar Pastoriza (Independiente) — Footballer of the Year of Argentina 1971“, Círculo de Periodístas Deportivos (cpd.com.ar). წაკითხვის თარიღი: 14 მარტი, 2017. 
  26. (ესპანური)Jorge Luis Burruchaga“, web.archive.org. წაკითხვის თარიღი: 7 მარტი, 2017. 
  27. (ინგლისური)Argentina 1993/94. Torneo Clausura 1994“, Prepared and maintained by Pablo Ciullini for the Rec.Sport.Soccer Statistics Foundation, 17 აპრილი, 2014. წაკითხვის თარიღი: 14 მარტი, 2017. 
  28. (ინგლისური)Argentina 2002/03. Torneo Apertura“, Prepared and maintained by Javier Roimiser for the Rec.Sport.Soccer Statistics Foundation, 17 მარტი, 2004. წაკითხვის თარიღი: 7 მარტი, 2017. 
  29. (ესპანური)Sitio Oficial del Estadio Libertadores de América“, estadiolda.com. წაკითხვის თარიღი: 17 მარტი, 2017. 
  30. (ესპანური)Estadio Libertadores de América“, clubaindependiente.com. წაკითხვის თარიღი: 17 მარტი, 2017. 
  31. (ესპანური)Estadio Libertadores de América (Historia)“, clubaindependiente.com (web.archive.org). წაკითხვის თარიღი: 17 მარტი, 2017. 
  32. (ინგლისური)Intercontinental Cup 1964. Independiente (Argentina) 1–0 Internazionale (Italy)“, Prepared and maintained by Osvaldo José Gorgazzi for the Rec.Sport.Soccer Statistics Foundation, 8 ივლისი, 2000. წაკითხვის თარიღი: 17 მარტი, 2017. 
  33. (ინგლისური)Intercontinental Cup 1965. Independiente (Argentina) 0–0 Internazionale (Italy)“, Prepared and maintained by Osvaldo José Gorgazzi for the Rec.Sport.Soccer Statistics Foundation, 7 თებერვალი, 2013. წაკითხვის თარიღი: 17 მარტი, 2017. 
  34. (ინგლისური)Intercontinental Cup 1972. Independiente (Argentina) 1–1 Ajax (Netherlands)“, Prepared and maintained by Osvaldo José Gorgazzi for the Rec.Sport.Soccer Statistics Foundation, 16 ივლისი, 2000. წაკითხვის თარიღი: 17 მარტი, 2017. 
  35. (ინგლისური)Intercontinental Cup 1974. Independiente (Argentina) 1–0 Atlético Madrid (Spain)“, Prepared and maintained by Osvaldo José Gorgazzi for the Rec.Sport.Soccer Statistics Foundation, 16 ივლისი, 2000. წაკითხვის თარიღი: 17 მარტი, 2017. 
  36. (ინგლისური)Copa Libertadores de América 1964. Independiente (Argentina) 1–0 Nacional (Uruguay)“, Prepared and maintained by José Luis Pierrend, John Beuker, Pablo Ciullini and Osvaldo José Gorgazzi for the Rec.Sport.Soccer Statistics Foundation, 29 ნოემბერი, 2012. წაკითხვის თარიღი: 17 მარტი, 2017. 
  37. (ინგლისური)Copa Libertadores de América 1965. Independiente (Argentina) 1–0 Peñarol (Uruguay)“, Prepared and maintained by José Luis Pierrend, John Beuker, Pablo Ciullini, Osvaldo José Gorgazzi and Karel Stokkermans for the Rec.Sport.Soccer Statistics Foundation, 29 ნოემბერი, 2012. წაკითხვის თარიღი: 17 მარტი, 2017. 
  38. (ინგლისური)Copa Libertadores de América 1972. Independiente (Argentina) 2–1 Universitario (Perú)“, Prepared and maintained by Pablo Ciullini and Karel Stokkermans for the Rec.Sport.Soccer Statistics Foundation, 21 მარტი, 2016. წაკითხვის თარიღი: 17 მარტი, 2017. 
  39. (ინგლისური)Copa Libertadores de América 1973. Independiente (Argentina) 1–1 Colo Colo (Chile)“, Prepared and maintained by Pablo Ciullini and Martin Harris for the Rec.Sport.Soccer Statistics Foundation, 28 თებერვალი, 2013. წაკითხვის თარიღი: 17 მარტი, 2017. 
  40. (ინგლისური)Copa Libertadores de América 1974. Independiente (Argentina) 2–0 São Paulo (Brasil)“, Prepared and maintained by John Beuker and Pablo Ciullini for the Rec.Sport.Soccer Statistics Foundation, 28 თებერვალი, 2013. წაკითხვის თარიღი: 17 მარტი, 2017. 
  41. (ინგლისური)Copa Libertadores de América 1975. Independiente (Argentina) 3–1 Unión Española (Chile)“, Prepared and maintained by John Beuker and Pablo Ciullini for the Rec.Sport.Soccer Statistics Foundation, 28 თებერვალი, 2013. წაკითხვის თარიღი: 17 მარტი, 2017. 
  42. (ინგლისური)Copa Libertadores de América 1984. Independiente (Argentina) 0–0 Grêmio (Brasil)“, Prepared and maintained by John Beuker and Pablo Ciullini for the Rec.Sport.Soccer Statistics Foundation, 7 მარტი, 2013. წაკითხვის თარიღი: 17 მარტი, 2017. 
  43. (ინგლისური)Copa Libertadores de América 1984. Independiente (ARG) 1–0 Grêmio (BRA)“, Prepared and maintained by John Beuker and Pablo Ciullini for the Rec.Sport.Soccer Statistics Foundation, 7 მარტი, 2013. წაკითხვის თარიღი: 7 მარტი, 2017.