კრიშტიანუ რონალდუ

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან კრისტიანო რონალდო)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Confusion.svg არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: რონალდო.
კრიშტიანუ რონალდუ
Cristiano Ronaldo
Cristiano Ronaldo - Croatia vs. Portugal, 10th June 2013.jpg
პირადი მონაცემები
სრული სახელი კრიშტიანუ რონალდუ დუშ სანტუშ ავეირუ
დაბადების
თარიღი
5 თებერვალი, 1985
დაბადების
ადგილი
ფუნშალი, პორტუგალია
სიმაღლე 186.5 სმ
სათამაშო
პოზიცია
გარემარბი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
რეალ მადრიდი
ნომერი 7
პროფესიონალური კარიერა
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2001–2003 სპორტინგი 25 (3)
2003–2009 მანჩესტერ იუნაიტედი 196 (84)
2009– რეალ მადრიდი 161 (173)
ეროვნული ნაკრები
2001–2002 პორტუგალია 17 წლ. 9 (6)
2002–2003 პორტუგალია 19 წლ. 5 (3)
2003 პორტუგალია 21 წლ. 6 (1)
2004 პორტუგალია 23 წლ. 3 (1)
2003– პორტუგალია 110 (49)
† პროფესიულ კლუბებში ჩატარებული მატჩები და გოლები მოცემულია მხოლოდ ადგილობრივი ჩემპიონატის მონაცემებით და სწორია: 29 მარტი 2014.

‡ ეროვნულ მატჩებში მონაწილეობა და გოლები სწორია:
29 მარტი 2014.

კრიშტიანუ რონალდუ დუშ სანტუშ ავეირუ (პორტ. Cristiano Ronaldo dos Santos Aveiro; დ. 5 თებერვალი, 1985) — პორტუგალიელი ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად რეალ მადრიდში ასპარეზობს. რონალდუ ასევე პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრების წევრია. 2007–2008 წლების სეზონში რონალდუმ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. გარდა ამისა, ის დაასახელეს პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად.

იოჰან კრუიფმა 2008 წლის 2 აპრილის ინტერვიუში პორტუგალიელ ფეხბურთელზე შემდეგი რამ თქვა: „რონალდუ უფრო ძლიერი ფეხბურთელია, ვიდრე ჯორჯ ბესტი და დენის ლოუ, მანჩესტერ იუნაიტედის ისტორიაში ორი საუკეთესო ფეხბურთელი“.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

კრიშტიანუ რონალდუ დუშ სანტუშ ავეირუ დაიბადა მარია დოლორეს დუშ სანტუშის და ჟოზე დინის ავეირუს ოჯახში. მისი მეტსახელი „რონალდუ“, უკავშირდება აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტ რონალდ რეიგანს, რომელიც იმ დროს მამამისის საყვარელი მსახიობი იყო. კრიშტიანუს ჰყავს უფროსი ძმა, უგო და ასევე უფროსი დები — ელმა და ლილიანა კატია.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება]

ბავშვობაში რონალდუს საყვარელი გუნდი ლისაბონის ბენფიკა იყო. რვა წლის ასაკში, კრიშტიანუ ანდორინიაში ასპარეზობდა, საიდანაც 1995 წელს ის ნასიონალში გადაბარგდა. ამ კლუბის რიგებში ფეხბურთელმა პორტუგალის ახალგაზრდული ჩემპიონატიც მოიგო და 2 წლის შემდეგ უკვე პორტუგალიის ერთერთ წამყვან კლუბში, - ლისაბონის სპორტინგში გადაბარგდა. ამ ტრანსფერის თანხა დღემდე უცნობია.

სპორტინგი[რედაქტირება]

რონალდუ თავიდანვე ახალგაზრდულ გუნდებში ასპარეზობდა. თუმცა ის გახდა ერთადერთი ფეხბურთელი სპორტინგის ისტორიაში, რომელსაც 16-წლამდელთა გუნდიდან ძირითად გუნდში გადასვლისათვის სულ რაღაც 1 სეზონი დასჭირდა. მან სწორედ ამ დროში გაიარა 4 სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი. სადებიუტო შეხვედრაში კრიშტიანუმ მორეირენსეს ორი გოლი გაუტანა. იმავე წელს კი ეროვნული გუნდის რიგებში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზეც მიიღო მონაწილეობა.

რონალდუს შეძენის პირველი მსურველი იყო ინგლისური ლივერპული, თუმცა ბრიტანელების მთავარმა მწვრთნელმა ჟერარ ულიემ პორტუგალიელი ფეხბურთელი ახალგაზრდული ასაკის გამო არ გადაიბირა. სამაგიეროდ, რონალდუს თამაშით სრულიად კმაყოფილი დარჩა სერ ალექს ფერგიუსონი, რომელიც კრიშტიანუს ასპარეზობით 2003 წლის ზაფხულში მოიხიბლა, როცა სპორტინგმა ამხანაგურ მატჩში მანჩესტერ იუნაიტედი სწორედ რონალდუს დიდებული თამაშის ხარჯზე დაამარცხა. ინგლისური გრანდის ფეხბურთელები რონალდუს თამაშით აღფრთოვანებულები დარჩნენ და სწორედ მათ ურჩიეს ფერგიუსონს ახალგაზრდა მოთამაშის გადაბირება.

მანჩესტერ იუნაიტედი[რედაქტირება]

რონალდუ მანჩესტერ იუნაიტედის ისტორიაში პირველი პორტუგალიელი ფეხბურთელი 2003 წლის ზაფხულში გახდა, როცა ის ინგლისურმა კლუბმა 12,24 მლნ. ევროდ შეიძინა. თავიდანვე კრიშტიანუმ 28-ნომრიანი მაისურით ასპარეზობა განიზრახა. მას არ სურდა მიეღო ვაკანტური მე-7 ნომერი, რომლითაც თავის დროზე იუნაიტედის ისეთ ლეგენდებს უთამაშიათ როგორებიც იყვნენ: ჯორჯ ბესტი, ბრაიან რობსონი, ერიკ კანტონა და დევიდ ბექჰემი. "როდესაც გუნდს შევუერთდი, მწვრთნელმა მითხრა, თუ რა ნომრით მსურდა ასპარეზობა. მე 28 დავუსახელე. მაგრამ ფერგიუსონმა მითხრა, რომ ადრე თუ გვიან 7-ნომრიან მაისურს მაინც მოვირგებდი და ჯობდა ეს ახლავე მომხდარიყო. ეს კი ჩემთვის მოტივაციის ძალიან დიდი წყარო იყო. მხვდა პატივი, მეტარებინა იუნაიტედის 7-ნომრიანი მაისური."

რონალდუ მანჩესტერ იუნაიტედში თამაშისას

რონალდუს დებიუტი ახალ გუნდში შედგა ბოლტონის წინააღმდეგ. ის მოედანზე მე-60 წუთზე გამოჩნდა. 2005 წლის 29 ოქტომბერს კი მიდლსბროსთან 4-1 წაგებულ მატჩში მან გაიტანა იუნატედის ისტორიაში საიუბილეო, მეათასე პრემიერლიგური გოლი. იმ სეზონში რონალდუმ საერთო ჯამში 10 გოლი გაიტანა და წლის ბოლოს, იუნაიტედის ფანებმა გუნდის წლის საუკეთესო ფეხბურთელისთვის დაწესებული პრიზიც გადასცეს.

მსოფლიოს ჩემპიონატზე უეინ რუნისთან მოხმდარი ინციდენტის გამო, რონალდუს ფანებმა შემდეგი სიმღერა მიუძღვნეს: "მხოლოდ ერთი რონალდო არსებობს." 2006 წლის ოქტომბრისა და ნოემბრის თვეში ფეხბურთელი პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ზედიზედ ორჯერ კი ეს ჯილდო მხოლოდ დენის ბერგკამპსა და რობი ფაულერს ჰქონდათ მოგებული. მანჩესტერულ კარიერაში ორმოცდამეათე გოლი კი რონალდუმ მანჩესტერ სიტის გაუტანა. იმავე წელს კი იუნაიტედმა 4-წლიანი შესვენების შემდეგ პრემიერლიგა მოიგო.

2007 წლის მარტში რონალდუს სანაცვლოდ რეალ მადრიდი სარეკორდო თანხას, 80 მლნ. ევროს იხდიდა. ხელფასის სახით კი ფეხბურთელს 120 000 გირვანქას ჰპირდებოდა, თუმცა იმავე წლის 13 აპრილს, ახალი კონტრაქტის თანახმად, პორტუგალიელი პრემიერლიგის ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი მოთამაშე გახდა.

იმავე სეზონის პორტუგალიელმა ინდივიდუალური ჯილდოებიც მოიპოვა: ის დაასახელეს ინგლისის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად და ასევე პრემიერლიგის საუკეთესო მოთამაშედ.

2007-08 წ.წ სეზონი კი რონალდუსთვის უიღბლოდ დაიწყო, რამეთუ პირველივე ოფიციალურ მატჩში გააძევეს პორტსმუთთან შეხვედრაში. სეზონის სადებიუტო გოლი კი კრიშტიანუმ ჩემპიონთა ლიგაში გაიტანა, კიევის დინამოს წინააღმდეგ.

2007 წელს პორტუგალიელმა კაკას შემდეგ ოქროს ბურთის ლაურეანტებში მეორე ადგილი დაიკავა.

2008 წლის 12 იანვარს კი რონალდუმ თავის მანჩესტერულ კარიერაში პირველად შეასრულა ჰეთ-თრიკი, ეს ნიუკასლთან მატჩში მოხდა. ჩემპიონთა ლიგაში კი მისი გუნდი სულ უფრო წინ მიიწევდა, მანჩესტერელებმა 1/8-ფინალში ფრანგული ლიონი დაამარცხეს, რონალდუმ განმეორებით მატჩში გადამწყვეტი გოლი გაიტანა.

2008 წლის 19 მარტს კი, ბოლტონთან მატჩში კრიშტიანუმ პირველად უკაპიტნა მანჩესტერ იუნაიტედს. შეხვედრა კი მისმა გუნდმა 2-0 მოიგო. ორივე გოლი თავის ანაგრიშზე სწორედ რონალდუმ ჩაიწერა. საბოლოო ჯამში, პორტუგალიელმა წლის საუკეთესო ბომბარდირისათვის განკუთვნილი, ოქროს ბუცი მოიპოვა, გაასწრო რა 8 ქულით მეორე ადგილზე გასულ დანიელ გისას.

2007-2008 წ.წ. სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალში რონალდუმ ჩელსის წინააღმდეგ, ანგარიშის გახსნა მოახერხა. საბოლოო ჯამში, კი ტიტულს მისი გუნდი დაესაკუთრა, ალექს ფერგიუსონის შეგირდებმა მატჩი თერთმეტმეტრიანების სერიაში მოიგეს, ანგარიშით 6-5.

2008 წლის ზაფხულში პორტუგალიელი მადრიდის რეალში გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა ტრანსფერის განხორციელების ალბათობა მანჩესტერულმა მხარემ იუარა. აგვისტოში კი თავად ფეხბურთელმაც დაადასტურა, რომ ის მინიმუმ ერთი სეზონით კვლავ მანჩესტერში აპირებს დარჩენას.

რეალ მადრიდი[რედაქტირება]

რონალდუ, აიაქსის წინააღმდეგ.

2009 წლის 26 ივნისს ოფიციალურად დადასტურდა ინფორმაცია რონალდუს რეალ მადრიდში ტრანსფერის შესახებ. ფეხბურთელმა ახალ კლუბთან 6-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.[1] 2010-11 წლების სეზონში მას სარეკორდო მაჩვენებელი ჰქონდა - 40 გოლი ლა ლიგაში. დიეგო მარადონას აზრით ის საუკეთესო ფეხბურთელია მსოფლიოში.[2]

კრიშტიანუმ მადრიდის რეალს რიგებში საოცარი მაჩვენებელი აჩვენა 209 მატჩში 209 გოლი ეს სარეკორდო შედეგია.

პერესმა რონალდუში 96 მილიონი ევრო გადაიხადა და ერთ-ერთი საუკეთესო შენაძენიც გააკეთა. 2008 წლის საუკეთესო ფეხბურთელი "რეალს" დაეხმარა, რათა "ბარსელონას" ჰეგემონია დაემხო.

"სანტიაგო ბერნაბეუზე" 90 000 კაცი შეიკრიბა, რათა მისი პრეზენტაციისთვის ეყურებინა. 4 წლის შემდეგ რონალდუმ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. ვერავინ ვერ იფიქრებდა, რომ რონალდუ 209 მატჩში 209 გოლს გატანდა და სამეფო კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდებოდა. მან "რეალში" 4 ძალიან კარგი წელი გაატარა.

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება]

რონალდუს დებიუტი ეროვნულ გუნდში 2003 წლის აგვისტოში შედგა, ყაზახეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ. მან მონაწილეობა მიიღო ევრო 2004-ზე და იმავე წელს გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე, ათენში.

2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე კი რონალდუს თანაგუნდელ უეინ რუნისთან მოუვიდა კონფლიქტი, რასაც ამ უკანასკნელის მოედნიდან გაძევება მოჰყვა. მიუხედავად ამისა, ახალი სეზონის დასაწყისში ფეხბურთელებმა ერთმანეთში ურთიერთობა მოაგვარეს და განაცხადეს, რომ ყოველგვარი კონფლიქტი ამოწურულია.

2008 წელს კი კრიშტიანუმ ნაკრების რიგებში ევრო 2008-ზე იასპარეზა, სადაც მისი ეროვნული გუნდი გერმანიასთან დამარცხდა, 1/4-ფინალურ სტადიაზე.

2007 წლის 6 თებერვალს რონალდუმ პორტუგალიის ნაკრებს პირველად უკაპიტნა, ბრაზილის ნაკრებთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში.

2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იგი ნაკრების კაპიტანი იყო, მაგრამ ერთ-ერთ ეპიზოდში კამერას შეაფურთხა, რის გამოც სამკლავური ჩამოართვეს. ევრო 2012-ზე რონალდო კვლავ ნაკრების კაპიტანია. ამ ტურზნირზე მან სამი გოლის გატანა მოახერხა.

გოლები ნაკრების რიგებში[რედაქტირება]

კრიშტიანუ რონალდუ‎: საერთაშორისო გოლები
# თარიღი შეხვედრის ადგილი მოწინააღმდეგე ანგარიში შედეგი შეჯიბრის სახეობა
1 12 ივნისი 2004 პორტუ, პორტუგალია საბერძნეთის დროშა საბერძნეთი 1 – 2 1 – 2 ევრო 2004
2 30 ივნისი 2004 ლისაბონი, პორტუგალია ნიდერლანდის დროშა ნიდერლანდი 2 – 0 2 – 1 ევრო 2004
3 4 სექტემბერი 2004 რიგა, ლატვია ლატვიის დროშა ლატვია 0 – 1 0 – 2 2006 წლის მსოფლიოს შესარჩევი
4 8 სექტემბერი 2004 ლეირია, პორტუგალია ესტონეთის დროშა ესტონეთი 1 – 0 4 – 0 2006 წლის მსოფლიოს შესარჩევი
5 13 ოქტომბერი 2004 ლისაბონი, პორტუგალია რუსეთის დროშა რუსეთი 2 – 0 7 – 1 2006 წლის მსოფლიოს შესარჩევი
6 13 ოქტომბერი 2004 ლისაბონი, პორტუგალია რუსეთის დროშა რუსეთი 4 – 0 7 – 1 2006 წლის მსოფლიოს შესარჩევი
7 17 ნოემბერი 2004 ლუქსემბურგი, ლუქსემბურგი ლუქსემბურგის დროშა ლუქსემბურგი 0 – 2 0 – 5 2006 წლის მსოფლიოს შესარჩევი
8 4 იცნისი 2005 ლისაბონი, პორტუგალია სლოვაკეთის დროშა სლოვაკეთი 2 – 0 2 – 0 2006 წლის მსოფლიოს შესარჩევი
9 8 ივნისი 2005 ტალინი, ესტონეთი ესტონეთის დროშა ესტონეთი 0 – 1 0 – 1 2006 წლის მსოფლიოს შესარჩევი
10 1 მარტი 2006 დიუსელდორფი, გერმანია საუდის არაბეთის დროშა საუდის არაბეთი 0 – 1 0 – 3 ამხანაგური
11 1 მარტი 2006 დიუსელდორფი, გერმანია საუდის არაბეთის დროშა საუდის არაბეთი 0 – 3 0 – 3 ამხანაგური
12 17 ივნისი 2006 მაინის ფრანკფურტი, გერმანია ირანის დროშა ირანი 2 – 0 2 – 0 მსოფლიო ჩემპიონატი 2006
13 7 ოქტომბერი 2006 პორტუ, პორტუგალია აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი 1 – 0 3 – 0 ევრო 2008 შესარჩევი
14 7 ოქტომბერი 2006 პორტუ, პორტუგალია აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი 3 – 0 3 – 0 ევრო 2008 შესარჩევი
15 15 ნოემბერი 2006 კოიმბრა, პორტუგალია ყაზახეთის დროშა ყაზახეთი 2 – 0 3 – 0 ევრო 2008 შესარჩევი
16 24 მარტი 2007 ლისაბონი, პორტუგალია ბელგიის დროშა ბელგია 2 – 0 4 – 0 ევრო 2008 შესარჩევი
17 24 მარტი 2007 ლისაბონი, პორტუგალია ბელგიის დროშა ბელგია 4 – 0 4 – 0 ევრო 2008 შესარჩევი
18 22 აგვისტო 2007 ერევანი, სომხეთი სომხეთის დროშა სომხეთი 1 – 1 1 – 1 ევრო 2008 შესარჩევი
19 8 სექტემბერი 2007 ლისაბონი, პორტუგალია პოლონეთის დროშა პოლონეთი 2 – 1 2 – 2 ევრო 2008 შესარჩევი
20 17 ოქტომბერი 2007 ალმა-ატა, ყაზახეთი ყაზახეთის დროშა ყაზახეთი 0 – 2 1 – 2 ევრო 2008 შესარჩევი
21 11 ივნისი 2008 ჟენევა, შვეიცარია ჩეხეთის დროშა ჩეხეთი 1 – 2 1 – 3 ევრო 2008
22 11 თებერვალი 2009 ფარუ (ქალაქი), პორტუგალია ფინეთის დროშა ფინეთი 1–0 1–0 ამხანაგური
23 21 ივნისი 2009 კეიპტაუნი, სამხრეთ აფრიკა ჩრდილოეთ კორეის დროშა ჩრდილოეთი კორეა 7–0 7–1 ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი 2010
24 8 ოქტომბერი 2010 პორტო, პორტუგალია დანიის დროშა დანია 3–1 3–1 ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის კვალიფიკაცია 2012
25 12 ოქტომბერი 2010 რეიკიავიკი, ისლანდია ისლანდიის დროშა ისლანდია 0–1 1–3 ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის კვალიფიკაცია 2012


ტიტულები[რედაქტირება]

კლუბი[რედაქტირება]

ინდივიდუალური[რედაქტირება]

მედლები[რედაქტირება]

  • პრინც ანრის ორდენი
  • მერიტის მედალი

კლუბური სტატისტიკა[რედაქტირება]

კლუბი[რედაქტირება]

კლუბი სეზონი ლიგა თასი ლიგის თასი ევროპა სხვა1 სულ
მატჩი გოლი პასი მატჩი გოლი პასი მატჩი გოლი პასი მატჩი გოლი პასი მატჩი გოლი პასი მატჩი გოლი პასი
სპორტინგი 2002–03 25 3 3 2 3 0 0 0 0 31 5
სულ 25 3 3 2 3 0 0 0 0 31 5
მანჩესტერ იუნაიტედი 2003–04 29 4 3 5 2 3 1 0 0 5 0 1 0 0 0 40 6 7
2004–05 33 5 4 7 4 4 2 0 0 8 0 2 0 0 0 50 9 10
2005–06 33 9 6 2 0 0 4 2 1 8 1 1 47 12 8
2006–07 34 17 13 7 3 1 1 0 0 11 3 5 53 23 19
2007–08 34 31 7 3 3 0 0 0 0 11 8 1 1 0 0 49 42 8
2008–09 33 18 6 2 1 0 4 2 0 12 4 2 2 1 1 53 26 9
სულ 196 84 39 26 13 8 12 4 1 55 16 12 3 1 1 292 118 61
რეალ მადრიდი 2009–10 29 26 7 0 0 0 6 7 0 35 33 7
2010–11 21 22 6 7 6 1 6 4 2 34 32 9
სულ 50 48 13 7 6 1 12 11 2 0 0 0 69 65 16
სულ კარიერაში 271 135 35 22 12 4 1 70 27 3 1 1 392 188

სტატისტიკა განახლებულია 2011 წლის 23 იანვრის მატჩის შემდეგ

სქოლიო[რედაქტირება]

წინამორბედი:
კაკა
France Football-ის ოქროს ბურთი
2008
შემდეგი:
ლიონელ მესი