ბანფილდი (საფეხბურთო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბანფილდი
CA Banfield (2014).svg
სრული სახელი Club Atlético Banfield
კლუბ ატლეტიკო ბანფილდი
მეტსახელი El Taladro
El Verde
Verdiblanco
დაარსდა იანვარი 21, 1896; 124 წლის წინ (1896-01-21)
სტადიონი ფლორენსიო სოლა [1][2]
(ტევადობა: 34 901 მაყურებელი)
პრეზიდენტი არგენტინის დროშა ლუსია ბარბუტო [3][4][5]
მწვრთნელი არგენტინის დროშა ხავიერ სანგინეტი
ლიგა არგენტინის პრიმერა დივიზიონი
2019–20 მე-17
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა

ბანფილდი (ესპ. Club Atlético Banfield) — არგენტინული საფეხბურთო კლუბი ქალაქ ბანფილდიდან. ჩამოყალიბდა 1896 წლის 21 იანვარს. ასპარეზობს არგენტინის პრიმერა დივიზიონში.[6] კლუბმა ერთხელ მოიპოვა არგენტინის ჩემპიონობა (2009),[7] ხოლო ორჯერ (1951, 2005) ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი გახდა.[8][9] „ბანფილდი“ ამჟამად არსებულ კლუბთაგან არგენტინის ადრეული სამოყვარულო ჩემპიონატების მონაწილე ერთ-ერთი პირველ საფეხბურთო კლუბს წარმოადგენს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1880-იანი წლების მეორე ნახევრიდან ბუენოს-აირესიდან სამხრეთით თოთხმეტიოდე კილომეტრის მანძილზე მდებარე, იმ დროისთვის სოფლის ტიპის დასახლება ბანფილდში ანგლოსაქსონური წარმოშობის საკმაოდ ბევრი ოჯახი დაფუძნდა, რომელთაც თავიანთი საზოგადოებრივი ცხოვრების ვიქტორიანული წესითა და ინგლისური ვილების სტილში აგებული სახლებით — ბანფილდს წმინდა ბრიტანული ელფერი შესძინეს.[10]

კლუბის ისტორია სათავეს 1896 წლის 21 იანვრიდან იღებს, როდესაც ბანფილდში მცხოვრებ ინგლისელ კომერსანტთა და პროფესიონალთა ჯგუფმა საფეხბურთო კლუბის დაფუძნება გადაწყვიტა ამავე სოფლის სახელწოდებით. ცნობილია, რომ ბანფილდის დასახელება 1873 წელს გახსნილი რკინიგზის სადგურის სახელწოდებიდან მომდინარეობს, რომელსაც თავის მხრივ სახელი ბუენოს-აირესის სამხრეთ რკინიგზის კომპანიის[11] პირველი მმართველის ინგლისელი ედვარდ ბანფილდის პატივსაცემად ეწოდა.[12]

კლუბის დამფუძნებელთა ჯგუფის სათავეში იდგნენ დანიელ კინგსლენდი[13] და ჯორჯ ბარტონი,[14] შესაბამისად — კლუბის პირველი პრეზიდენტი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი. დანიელ კინგსლენდის ძირითად საქმიანობას დიდ ბრიტანეთში საქონლის ხორცის ექსპორტი წარმოადგენდა, ხოლო კემბრიჯის უნივერსიტეტის დიპლომის მქონე ჯორჯ ბარტონი — საბუღალტრო საქმიანობით იყო დაკავებული.[15]

კლუბის მესვეურთა თვალსაზრისით ბანფილდის საზოგადოებრივ ცხოვრებაში კლუბს წმინდა სპორტულ დატვირთვაზე მეტად სოციალური როლი უნდა ეკისრა, კლუბის ისტორიის მკვლევართა გადმოცემის მიხედვით, გარკვეულწილად ამითაც აიხსნება ის უჩვეულო ფაქტი, რომ კლუბის დაფუძნებიდან მეხუთე დღეს — 1896 წლის 26 იანვარს, მაყურებელმა პირველად იხილა არა საფეხბურთო მატჩი, არამედ — კრიკეტის, სპორტის იმ სახეობის თამაში, რომლის დიდი გულშემატკივარიც იყო „ბანფილდის“ პირველი პრეზიდენტი კინგსლენდი.[16]

კლუბის პირველ სათამაშო მოედნად გამოიყო პირუტყვის საძოვრად განკუთვნილი მდელო, რომელიც რკინიგზის სადგურიდან ჩრდილოეთით ორი კვარტლის იქით, სარკინიგზო ლიანდაგების აღმოსავლეთ მხარეს მდებარეობდა.[17]

კინგსლენდის პრეზიდენტობის პერიოდში კლუბში კრიკეტი პრიორიტეტულ სპორტის სახეობად რჩებოდა, ხოლო ფეხბურთი მეორე პლანზე იყო გადაწეული. უმთავრესად, ამ გარემოებას უკავშირებენ 1897 და 1898 წლების საფეხბურთო ჩემპიონატებში „ბანფილდის“ უფერულ გამოსვლებს.[18]

1899 წელს კინგსლენდი პრეზიდენტის პოსტზე ფეხბურთის დიდმა მოყვარულმა, პროფესიით ბუღალტერმა — ალფრედ ჯონ გუდმა შეცვალა.[19] იმავე წელს გაიმართა პირველი ჩემპიონატი არგენტინის მეორე დივიზიონის მონაწილე გუნდებს შორის, სადაც „ბანფილდმა“ ალექსანდრ უოტსონ ჰატონის[20] English High School-ის საფეხბურთო გუნდს ერთი ქულით გაასწრო და ჩემპიონობა მოიპოვა.[21]

ამ მიღწევით „ბანფილდი“ არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის მიერ ორგანიზებულ საფეხბურთო პირველობებზე ამჟამად მოასპარეზე კლუბებს შორის ერთადერთ კლუბად რჩება, ვინც ქვეყნის ჩემპიონობის მოპოვება ჯერ კიდევ XIX საუკუნეში შეძლო.[22]

ფეხბურთელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შემადგენლობა 2019–2020[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2020 წლის 28 მარტის მონაცემებით [23][24]

ნომერი პოზიცია მოთამაშე
1 კოლუმბიის დროშა მეკარე ივან მაურისიო არბოლედა
2 არგენტინის დროშა მცველი რენატო სიველი [25]
3 არგენტინის დროშა მცველი კლაუდიო ნიკოლას ბრავო
4 არგენტინის დროშა მცველი როდრიგო არსიერო [26][27]
5 არგენტინის დროშა ნახევარმცველი ნერი ფრანსისკო ლეიესი [28]
6 ურუგვაის დროშა მცველი ლუსიანო ლოლო [29][30][31]
7 არგენტინის დროშა თავდამსხმელი ფაბიან ბორდაგარაი [32]
8 არგენტინის დროშა თავდამსხმელი ნიკოლას ბერტოლო
9 არგენტინის დროშა თავდამსხმელი კრისტიან აგუსტინ ფონტანა
10 არგენტინის დროშა ნახევარმცველი ხესუს ალბერტო დატოლო
11 არგენტინის დროშა თავდამსხმელი აგუსტინ ხოსე ურსი
12 იტალიის დროშა თავდამსხმელი პაბლო დანიელ ოსვალდო
13 ურუგვაის დროშა თავდამსხმელი ჟუნიორ არიასი [33][34]
14 არგენტინის დროშა ნახევარმცველი ფრანკო კინტეროსი
15 არგენტინის დროშა თავდამსხმელი ნიკოლას ლინარესი
16 არგენტინის დროშა ნახევარმცველი სებასტიან დუბარბიერი
17 არგენტინის დროშა თავდამსხმელი ხონას გუტიერესი [35]
18 არგენტინის დროშა თავდამსხმელი ჯულიანო გალოპო [36]
21 არგენტინის დროშა მეკარე ფაკუნდო ალტამირანო
ნომერი პოზიცია მოთამაშე
22 არგენტინის დროშა ნახევარმცველი ხუან პაბლო ალვარესი
23 კოლუმბიის დროშა თავდამსხმელი რეინალდო ლენის მონტესი
24 არგენტინის დროშა მცველი ლუსიანო გომესი
25 არგენტინის დროშა მცველი ლუის ალექსის მალდონადო
26 კოლუმბიის დროშა მეკარე ფაკუნდო კამბესესი
27 არგენტინის დროშა ნახევარმცველი მატიას ერნან მოია [37]
28 ნიგერიის დროშა ნახევარმცველი ფეისეიტან ასაგიდიგბი [38][39]
29 პარაგვაის დროშა თავდამსხმელი პაბლო სესარ ველასკესი [40]
30 არგენტინის დროშა ნახევარმცველი ხორხე აგუსტინ როდრიგესი
31 არგენტინის დროშა მცველი ალექსის სოსა [41]
32 არგენტინის დროშა მცველი ემანუელ კორონელი
33 ურუგვაის დროშა მეკარე ესტებან ნესტორ კონდე
34 არგენტინის დროშა ნახევარმცველი ტომას ასენატო [42]
35 არგენტინის დროშა ნახევარმცველი ხულიან ესეისა [43]
36 არგენტინის დროშა თავდამსხმელი ხუან მანუელ კრუსი [44]
37 არგენტინის დროშა მცველი ფედერიკო ტორესი [45]
38 არგენტინის დროშა ნახევარმცველი სებასტიან ბენეგა [46]
39 არგენტინის დროშა მეკარე აგუსტინ მენგუა [47]
41 არგენტინის დროშა ნახევარმცველი ხულიან ესეისა [47]

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრიმერა დივიზიონი [9]
  • ჩემპიონი: 2009
  • ვიცე-ჩემპიონი (2): 1951, 2004–05
პრიმერა B ნასიონალი [9]
  • ჩემპიონი (3): 1992–93, 2000–01, 2013–14
პრიმერა B მეტროპოლიტანა [9]
  • ჩემპიონი (6): 1899, 1900, 1919, 1939, 1946, 1962, 1973

ცნობილი ფეხბურთელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პერუს დროშა ხორხე ალკალდე (1943–1945)
  • არგენტინის დროშა ერმინიო მასანტონიო (1944)
  • არგენტინის დროშა გუსტავო ალბელია (1945–51, 1955–56)
  • არგენტინის დროშა ხუან ხოსე პისუტი (1947–1950)
  • არგენტინის დროშა ელისეო მოურინიო (1948–1952)
  • ჩილეს დროშა არგენტინის დროშა ერნესტო ალვარესი (1948–56)
  • არგენტინის დროშა ოსკარ ლოპესი (1960–65, 1970–71)
  • არგენტინის დროშა მარიო ნორბერტო ჩალდუ (1961–65)
  • არგენტინის დროშა ნორბერტო რაფო (1961–66)
  • არგენტინის დროშა სერხიო ვასკესი (1966)
  • არგენტინის დროშა ხოსე რამოს დელგადო (1966–67)
  • არგენტინის დროშა ხოსე სანფილიპო (1966–67)
  • არგენტინის დროშა ხორხე კარასკოსა (1967–69)
  • არგენტინის დროშა რიკარდო ლა ვოლპე (1971–75)
  • არგენტინის დროშა სილვიო სოტელო (1971–78)
  • არგენტინის დროშა ექტორ ვეირა (1974)
  • არგენტინის დროშა კარლოს ბუტისე (1981–82)
  • არგენტინის დროშა დანიელ დელფინო (1988–90, 91–93, 95–96)
  • არგენტინის დროშა ხავიერ სანგინეტი (1990–93, 1994–08)
  • არგენტინის დროშა ხავიერ სანეტი (1993–95)
  • არგენტინის დროშა ანხელ კომისო (1993–96)
  • არგენტინის დროშა ხულიო კრუსი (1993–96)
  • არგენტინის დროშა ნესტორ ლორენსო (1994–95)
  • არგენტინის დროშა პაბლო პასი (1995–96)
  • პარაგვაის დროშა გუიდო ალვარენგა (1995–96)
  • პარაგვაის დროშა პედრო სარაბია (1996–97)
  • ურუგვაის დროშა ვალტერ პელეტი (1996–97)
  • არგენტინის დროშა კრისტიან ლუკეტი (1996–2002, 2005–10)
  • იტალიის დროშა არგენტინის დროშა მაურო კამორანესი (1997–98)
  • არგენტინის დროშა ანდრეს სან-მარტინი (1997–99, 2002–05)
  • არგენტინის დროშა კარლოს ლეები (1997–2002)
  • არგენტინის დროშა ხოსე ლუის სანჩესი (1999–2005)
  • არგენტინის დროშა დანიელ ბილოსი (2000–05, 2009)
  • არგენტინის დროშა კრისტიან ლეივა (2001–02, 03–06, 12–14)
  • ურუგვაის დროშა ჟოსემირ ლუხამბიო (2001–02, 2005–07)[48][49]
  • არგენტინის დროშა ხულიო ბარასა (2001–11)
  • არგენტინის დროშა მარკოს გალარსა (2002–09, 2012–13)
  • არგენტინის დროშა როდრიგო პალასიო (2003–04)
  • პარაგვაის დროშა ხორხე ნუნიესი (2003–04)
  • იტალიის დროშა არგენტინის დროშა გაბრიელ პალეტა (2005–06)
  • არგენტინის დროშა ვალტერ ერვიტი (2008–10, 14–17)
  • კოლუმბიის დროშა ხამეს როდრიგესი (2008–10)
  • ურუგვაის დროშა სებასტიან ფერნანდესი (2008–10)
  • ურუგვაის დროშა სანტიაგო სილვა (2009, 2016)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოციალური ქსელები
Facebook · Telegram · Twitter
თემატური საიტები
Soccerway · Transfermarkt
ვიდეო
Codigo Banfield · YouTube

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Estadio Florencio Sola, Banfield. Football stadiums of the world. ციტირების თარიღი: 28 აპრილი, 2020
  2. Estadio Florencio Sola. clubabanfield.com.ar. ციტირების თარიღი: 25 აპრილი, 2020
  3. Presidentes del Club — Lucía Barbuto. კლუბის ოფიციალური საიტი. ციტირების თარიღი: 28 აპრილი, 2020.
  4. Lucía Barbuto Presidenta de Banfield: "Somos pioneros, pero esperamos que se sumen más mujeres" YouTube-ზე. TNT Sports LA. გამოქვეყნების თარიღი: 17 სექ. 2018.
  5. Lucía Barbuto, presidenta de Banfield, habla sobre el éxito de las mujeres en el deporte. CNN en Español: Últimas noticias en español. ციტატა: „Este viernes, en el Día Internacional de la Mujer, Deportes CNN tendrá una entrevista con Lucía Barbuto, presidenta de Banfield. Barbuto habla sobre las características de una mujer que pueden brindar éxito en el mundo deportivo.“ ციტირების თარიღი: 28 აპრილი, 2020.
  6. El ascenso más Copado. ole.com.ar. ციტატა: „¡De Primera! Banfield concretó el ansiado regreso a la A unas horas después de que Lanús quedara eliminado de la Libertadores. ¿Algo mejor? Sí, lo hizo jugando un fútbol notable. Vuelve un campeón a la máxima categoría del fútbol argentino.“ ციტირების თარიღი: 28 აპრილი, 2020.
  7. აპერტურა
  8. კლაუსურა
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 Títulos oficiales del C.A.Banfield. clubabanfield.org. ციტატა: „Era Amateur: Campeón Segunda División: 1899, 1900, 1919. // Campeón Copa de Honor MCBA: 1920. // Era Profesional: Campeón Segunda División: 1939, 1946, 1962, 1973, 1992–93, 2000–01, 2013–14. // Campeón Primera División Torneo Apertura: 2009.“ ციტირების თარიღი: 28 აპრილი, 2020.
  10. Historia — Origen y nacimiento. clubabanfield.org. ციტატა: „En la segunda mitad de la década de 1880, numerosas familias de origen anglosajón se radicaron en el pueblo de Banfield, situado a 14 kilómetros al sur de la ciudad de Buenos Aires. Estas familias, con sus casas al estilo de las villas inglesas y su dinámica social victoriana, le dieron al suburbio un perfil netamente británico.“ ციტირების თარიღი: 29 აპრილი, 2020
  11. Buenos Aires Great Southern Railway
  12. Historia — Origen y nacimiento. clubabanfield.org. ციტატა: „El 21 de enero de 1896, un grupo de profesionales y comerciantes ingleses residentes en Banfield decidieron fundar un club al que bautizaron con el nombre del pueblo. Este nombre respondía al de la estación del ferrocarril, establecida en 1873 en honor a Edward Banfield, primer gerente de la empresa Gran Ferrocarril Sur.“ ციტირების თარიღი: 29 აპრილი, 2020
  13. დანიელ კინგსლენდი (ინგლ. Daniel Kingsland).
  14. ჯორჯ ბარტონი (ინგლ. George Burton).
  15. Historia — Origen y nacimiento. clubabanfield.org. ციტატა: „A la cabeza del grupo de fundadores estaban Daniel Kingsland y George Burton, primeros presidente y vice. Kingsland era exportador de ganado a Gran Bretaña y Burton un contador graduado en Cambridge.“ ციტირების თარიღი: 29 აპრილი, 2020
  16. Historia — Origen y nacimiento. clubabanfield.org. ციტატა: „El club nació como una institución destinada a cumplir un rol social por encima de lo deportivo y como partido inaugural el 26 de enero se disputó un encuentro de cricket, deporte del que era fanático el presidente Kingsland.“ ციტირების თარიღი: 29 აპრილი, 2020
  17. Historia — Origen y nacimiento. clubabanfield.org. ციტატა: „La primera cancha del club fue un descampado destinado al pastoreo ubicado a dos cuadras al norte de la estación del ferrocarril, junto a las vías sobre el lado este.“ ციტირების თარიღი: 29 აპრილი, 2020
  18. Historia — Origen y nacimiento. clubabanfield.org. ციტატა: „Mientras Kingsland fue presidente, en lo deportivo le dio prioridad al cricket y el fútbol quedó relegado a un segundo plano, lo que explica las pobres actuaciones de los equipos del club en los campeonatos de fútbol de 1897 y 1898.“ ციტირების თარიღი: 29 აპრილი, 2020
  19. ალფრედ ჯონ გუდი (ინგლ. Alfred John Goode).
  20. ალექსანდრ უოტსონ ჰატონი (ინგლ. Alexander Watson Hutton) — მას არგენტინული ფეხბურთის ფუძემდებლად მიიჩნევენ.
  21. Historia — Origen y nacimiento. clubabanfield.org. ციტატა: „Hasta que en 1899 lo reemplazó el contador Alfred John Goode, un amante del fútbol. En 1899 se disputó el primer campeonato de fútbol de Segunda División en la Argentina, el cual Banfield ganó aventajando por un punto al equipo de la English High School de Alejandro Watson Hutton.“ ციტირების თარიღი: 29 აპრილი, 2020
  22. Historia — Origen y nacimiento. clubabanfield.org. ციტატა: „Esta conquista convirtió a Banfield en el único club de los que actualmente militan en la Asociación del Fútbol Argentino (AFA), que fue campeón en el siglo XIX.“ ციტირების თარიღი: 29 აპრილი, 2020
  23. Club Banfield Squad. Soccerway. ციტირების თარიღი: 29 აპრილი, 2020.
  24. Feyiseitan Asagidigbi. Transfermarkt. ციტირების თარიღი: 29 აპრილი, 2020.
  25. Renato Civelli. Soccerway. ციტირების თარიღი: 29 აპრილი, 2020.
  26. Rodrigo Sebastián Arciero YouTube-ზე. Futbol Videos. გამოქვეყნების თარიღი: 25 იან. 2019.
  27. Rodrigo Sebastián Arciero. Soccerway. ციტირების თარიღი: 29 აპრილი, 2020.
  28. (იჯარით „ატლეტიკო ტუკუმანიდან“)
  29. Luciano Lollo YouTube-ზე. Variantes en Futbol. გამოქვეყნების თარიღი: 25 იან. 2019.
  30. (იჯარით „რივერ-პლეიტიდან“)
  31. Luciano Lollo: "Estamos enfocados en poder conseguir títulos con esta camiseta" YouTube-ზე. Club Atlético River Plate. გამოქვეყნების თარიღი: 14 აგვ. 2016.
  32. Bordagaray fue presentado en Banfield: "Ya estoy a disposición" YouTube-ზე. TyC Sports. გამოქვეყნების თარიღი: 23 იან. 2020.
  33. Nota exclusiva con Junior Arias YouTube-ზე. TNT Sports LA. გამოქვეყნების თარიღი: 14 თებ. 2020.
  34. Junior Arias YouTube-ზე. Kevin Cima. გამოქვეყნების თარიღი: 9 აპრ. 2019.
  35. Jonás Gutiérrez: "Hay un potencial enorme" YouTube-ზე. TyC Sports. გამოქვეყნების თარიღი: 9 ივლ. 2019.
  36. Giuliano Galoppo se recupera satisfactoriamente de la lesión 29-9-2019 YouTube-ზე. CodigoBanfield. გამოქვეყნების თარიღი: 30 სექ. 2019.
  37. (იჯარით „რივერ-პლეიტიდან“)
  38. Feyisaitán Asagidigbi. ContracaraDigital.com. ციტირების თარიღი: 29 აპრილი, 2020.
  39. Feyiseitan Asagidigbi. Soccerway. ციტირების თარიღი: 29 აპრილი, 2020.
  40. Pablo César Leonardo Velázquez Centurión. Soccerway. ციტირების თარიღი: 29 აპრილი, 2020.
  41. Alexis Sosa. Soccerway. ციტირების თარიღი: 29 აპრილი, 2020.
  42. Tomás Assennato. Soccerway. ციტირების თარიღი: 29 აპრილი, 2020.
  43. Julián Eseiza. Facebook. ციტირების თარიღი: 29 აპრილი, 2020.
  44. Juan Manuel Cruz. Transfermarkt. ციტირების თარიღი: 29 აპრილი, 2020.
  45. Federico Torres. Transfermarkt. ციტირების თარიღი: 29 აპრილი, 2020.
  46. Sebastián Benega. Transfermarkt. ციტირების თარიღი: 29 აპრილი, 2020.
  47. 47.0 47.1 Sebastián Gallardo. Facebook. ციტირების თარიღი: 29 აპრილი, 2020.
  48. Gallos Blancos - Entrevista Josemir Lujambio YouTube-ზე. intercomuruguay. გამოქვეყნების თარიღი: 10 აპრ. 2012.
  49. Banfield 4 River 1 Apertura 2005 YouTube-ზე. Goleada del Taladro a river con 3 goles de Lujambio, provocando asi la renuncia de Astrada como dt de river. გამოქვეყნების თარიღი: 10 აპრ. 2012.