მუგუდა
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
სოფელი | |||
---|---|---|---|
მუგუდა | |||
![]() | |||
ქვეყანა |
![]() | ||
მხარე | მცხეთა-მთიანეთის მხარე | ||
მუნიციპალიტეტი | დუშეთის მუნიციპალიტეტი | ||
თემი | ჭართალი | ||
კოორდინატები | 42°16′54″ ჩ. გ. 44°40′04″ ა. გ. / 42.28167° ჩ. გ. 44.66778° ა. გ. | ||
ცენტრის სიმაღლე | 1490 მ | ||
მოსახლეობა | 60[1] კაცი (2014) | ||
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % | ||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||
| |||
მუგუდა — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში, ჭართლის თემში[1].
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
XVII-XVIII საუკუნეებში მუგუდაზე გადიოდა ქსნის ხეობისა და მთიულეთის დამაკავშირებელი გზა, რომელიც გარკვეულ როლს ასრულებდა სოფლის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. XVIII საუკუნის 50-იან წლებში მუგუდას ლეკები შემოესივნენ. მოხდა შეტაკება ლეკთა რაზმსა და ქართლ-კახეთის სამეფო კარის ლაშქარს შორის. ქართველთა ლაშქარმა სასტიკად დაამარცხა მტერი. მიუხედავად გამარჯვებისა სოფელი ძლიერ დაზარალდა.
დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 60 ადამიანი.[1]
აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
2002 | 80[2] |
2014 | 60 ![]() |
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- კ. კახაძე, საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, გვ. 275, თბ., 2008 წელი.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები