ქართული საბჭოთა ენციკლოპედია
ქართული საბჭოთა ენციკლოპედია | |
---|---|
![]() | |
ენა | ქართული ენა და რუსული ენა |
გამოცემის თარიღი | 1965 |
ქართული საბჭოთა ენციკლოპედია (ქსე) — პირველი ქართული მრავალტომეული უნივერსალური სამეცნიერო ცნობარი. წარმოადგენს 12 ტომეულს (11 ძირითადი და 1 სპეციალური ტომი „საქართველოს სსრ“ 2 წიგნად, ქართულ და რუსულ ენებზე, 1975-87 წლებში) და მოიცავს 70 ათასამდე ტერმინს. გამოვიდა საქართველოს კპ ცკ-ისა და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1965 წლის 24 სექტემბრის დადგენილების საფუძველზე. გამოსცა ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარმა სამეცნიერო რედაქციამ (მთავარი რედაქტორი — ირაკლი აბაშიძე, რედაქტორი — როინ მეტრეველი).
იგი ასახავს ადამიანის ცოდნისა და პრაქტიკული საქმიანობის ყველა ძირითად სფეროს და აღიარებულია ქართული კულტურისა და მეცნიერების დიდ გამარჯვებად. ენციკლოპედიაში შეტანილია ივანე ჯავახიშვილის, კორნელი კეკელიძის, სიმონ ჯანაშიას, გერონტი ქიქოძისა და სხვა გამოჩენილ ქართველ მოღვაწეთა საენციკლოპედიო წერილები, რომელთაც დღემდე არ დაუკარგავთ სამეცნიერო ღირებულება.
სარედაქციო საბჭო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მთავარი რედაქტორი — ირაკლი აბაშიძე.
მთავარი სარედაქციო კოლეგიის წევრები: ე. ანდრონიკაშვილი, ა. აფაქიძე, ა. ბარამაძე, ვ. ბაქრაძე, ვ. ბერიძე, ა. ბუხნიკაშვილი, ნ. გაბაშვილი ლ. გაბუნია, ე. გამყრელიძე, თ. გამყრელიძე, ი. გვერდწითელი, პ. გუგუშვილი, ვ, გულისაშვილი, თ. დავითაია, ლ. დავითაშვილი, რ. დვალი, ი. დოლიძე, ს. დურმიშიძე, ი. ვარდოსანიძე (პასუხისმგებელი მდივანი), ი. ვეკუა, ფ. თავაძე, ო. თაქთაქიშვილი, პ. ინგოროყვა, ნ. კეცხოველი, ვ. კუპრაძე, ნ. ლანდია, თ. ლოლაძე, დ. ლორთქიფანიძე, კ. ლორთქიფანიძე, ე. მაღრაძე, ვ. მახალდიანი, გ. მელიქიშვილი, ვ. მერკვილაძე, ვ. მეტრეველი, რ. მეტრეველი (მთავარი რედაქტორის მოადგილე), ი. მიქელაძე, ნ. მუსხელიშვილი, რ. ნათაძე, შ. ნაფეტვარიძე, გ. ნახუცრიშვილი, ვ. ოკუჯავა, მ. საბაშვილი, ა. საყვარელიძე, ე. სეხნიაშვილი, დ. სტურუა, ი. ტატაიშვილი, ა. ფრანგიშვილი, ს. ყაუხჩიშვილი, ა, შანიძე, ა. ჩიკვაიძე, გ. ჩიტაია, ა. ჩიქობავა, დ. ჩხიკვიშვილი, გ. ციციშვილი, გ. ძიძარია, ა. ძიძიგური, შ. ძიძიგური, გ. ძოწენიძე, თ, წერეთელი, ნ. ჭავჭავაძე, ვ. ჭავჭანიძე, ე. ხარაძე, დ. ხახუტაიშვილი, თ. ხოშტარია, ვ. ჯაოშვილი, გ, ჯიბლაძე, ს. ჯიქია.
შინაარსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ქართული საბჭოთა ენციკლოპედია ასახავს ადამიანის ცოდნისა და პრაქტიკული საქმიანობის ყველა ძირითად სფეროს. განსაკუთრებით ფართოდ არის გაშუქებული საქართველოს სსრ მიღწევები ეკონომიკის და კულტურის, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგებში; ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი ისტორია, ბრძოლა სოციალური და ეროვნული თავისუფლებისათვის.
ქართული საბჭოთა ენციკლოპედია აშუქებს სსრკ და სხვა სოციალისტური ქვეყნების მსოფლიო-ისტორიულ მიღწევებს ეკონომიკის და კულტურის, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგებში; საერთაშორისო კომუნისტური, მუშათა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის განვითარების ისტორიულ გამოცდილებას.
დიდ ადგილს უთმობს ფიზიკის, ასტრონომიის, გეოფიზიკის, ბიოფიზიკის, კიბერნეტიკის, კოსმონავტიკის, გენეტიკის. ბიოლოგიის, სასოფლო-სამეურენეო მეცნიერებათა, მედიცინის და სხვა საკითხებს.
ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის სტატიათა დიდი ნაწილი აღჭურვილია ბიბლიოგრაფიით, რაც საშუალებას აძლევს მკითხველს უფრო ფართოდ გაეცნოს ლიტერატურას ამა თუ იმ პრობლემის შესახებ. ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის შექმნაში მთავარი სამეცნიერო რედაქციის დარგობრივ და ფუნქციონალურ რედაქციებთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა რესპუბლიკის მეცნიერთა დიდი კოლექტივი (საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის ხელმძღვანელობით, რომელიც ქართული საბჭოთა ენციკლოპედიას მნიშვნელოვან სამეცნიერო-მეთოდურ დახმარებას უწევდა) და შემოქმედებითი ინტელიგენცია. წინასწარ მომზადდა და დაიბეჭდა მთელი გამოცემის თემატური სიტყვანები (36 დასახელებისა) და მაკეტი, რომელთა განხილვაში მონაწილეობა მიიღეს რესპუბლიკის სამეცნიერო დაწესებულებებმა, უმაღლესმა სასწავლებლებმა, პარტიულმა, სახელმწიფო, პროფკავშირულმა და კომკავშირულმა ორგანიზაციებმა, შემოქმედებითმა კავშირებმა, უწყებებმა, საწარმოებმა და სხვა.
ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში უხვადაა წარმოდგენილი ფერადი და შავ-თეთრი ჩანართი და სატექსტე ილუსტრაციები, ფერადი (ჩანართი) და შავ-თეთრი რუკები. ტექსტი აიწყო (შრიფტი სპეციალურია — „ენციკლოპედიური“, ავტორი ა. დუმბაძე) და დაიბეჭდა საქართველოს სსრ გახსახკომის ბეჭდვითი სიტყვის კომბინატში. ტირაჟი 80 ათასი (სპეციალური ტომისა — 90 ათასი).
შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ტომი | დასახელება | გამოცემის წელი |
---|---|---|
1 | ა — ატოცი | 1975 |
2 | ატოცობა — გარიგა | 1977 |
3 | გარიგება — ეგე | 1978 |
4 | ეგევსი — თუთა | 1979 |
5 | თუთია — კოქტეილი | 1980 |
6 | კოქტო — მინკუსი | 1983 |
7 | მინორი — პეგუ | 1984 |
8 | პედაგოგი — სამეული | 1984 |
9 | სამეურვეო — ტიხტიხი | 1985 |
10 | ტიხუანა — შინდარა | 1986 |
11 | შინდი — ჰუხი | 1987 |
საქართველოს სსრ | 1981 |
სხვა საბჭოთა ენციკლოპედიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ენციკლოპედიები ენების მიხედვით
- ქართული ენციკლოპედია
- {{ქსე}} — თარგის გვერდი
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- მეტრეველი რ, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 483.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|