ანანური (დუშეთის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ანანური.
სოფელი
ანანური
Barkanov. Ananuri.jpg
ანანური XIX საუკუნის მეორე ნახევარში
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი დუშეთის მუნიციპალიტეტი
თემი ანანური
კოორდინატები 42°09′52″ ჩ. გ. 44°42′09″ ა. გ. / 42.16444° ჩ. გ. 44.70250° ა. გ. / 42.16444; 44.70250
ცენტრის სიმაღლე 900
მოსახლეობა 336[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები (100 %)
რელიგიური შემადგენლობა მართლმადიდებლები
სასაათო სარტყელი UTC+4
ანანური (დუშეთის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ანანური (დუშეთის მუნიციპალიტეტი)
ანანური (დუშეთის მუნიციპალიტეტი) — მცხეთა-მთიანეთის მხარე
ანანური (დუშეთის მუნიციპალიტეტი)

ანანური[2]სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: ანანური, ავენისი, ბანცურთკარი, დგნალი, ზოტიკიანთკარი, თანდილაანთკარი, კადოეთი, პავლეური, უფურეთი, ფხუნდავი, შალიკიანთკარი, ცივწყარო, ციხისძირი, ციხისსოფელი, ჭივილაანები).[1] მდებარეობს მდინარე არაგვის მარჯვენა ნაპირზე, საქართველოს სამხედრო გზაზე. ზღვის დონიდან 900 მეტრზე. თბილისიდან დაშორებულია 66 კილომეტრით, დუშეთიდან კი 23 კილომეტრით.

სოფელი ანანური ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს წილკნისა და დუშეთის ეპარქიას.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 336 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა მამაკაცი ქალი
2002[3] 508 230 278
2014[1] 336 Decrease2.svg 170 166

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანანურს ხელსაყრელი გეოგრაფიული და სტრატეგიული მდებარეობა ჰქონდა. აქ თავს იყრიდა ჩრდილოეთიდან თერგისა და არაგვის ხეობებით, ხოლო სამხრეთიდან შიდა ქართლიდან მომავალი მთავარი გზები. სოფელი უძველესი დროიდან ყოფილა დასახლებული. არაგვის საერისთავოს შექმნის შემდეგ ანანური ამ საერისთავოში შედიოდა. აქ იყო არაგვის ერისთავთა მთავარი ციხე. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების შესუსტების პერიოდში (XVII-XVIII საუკუნეებში) არაგვის ერისთავებმა განსაკუთრებულ ძლიერებას მიაღწიეს. ამ პერიოდს განეკუთვნება ანანურის ციხის გამაგრება და გაძლიერებაც. 1743 წელს მეფე თეიმურაზ II-მ საერისთავო გააუქმა და ანანური მეფის ხელისუფლებას დაუქვემდებარა. 1786 წელს ანანური დაღესტნის ხანმა ომარმა ააოხრა. ამ დროს იგი მცირე „ქალაქი იყო“ და იქ 100 კომლი ცხოვრობდა.

სავაჭრო გზების გასაყარზე მდებარეობამ განაპირობა ანანურში ვაჭრობის განვითარება. აქ სამეფო საბაჟოც ყოფილა. განვითარებული იყო მეჭურჭლეობა, მაუდის წარმოება. XVIII საუკუნის მეორე ნახევარში აქ იყო სამეფო სამღებრო. 1802 წლის 6 აპრილს მიტროპოლიტი იოანე ანანურში შეეგება წმ. ნინოს ჯვარს, რომელიც ვახტანგ VI-ს ჰქონდა წაღებული რუსეთში და მეფე ალექსანდრე I-მა დაუბრუნა საქართველოს.

1803-1821 წლებში ანანური სამაზრო ცენტრი იყო. ცარიზმის კოლონიური პოლიტიკის მთელი სიმძიმე საქართველოს სამხედრო გზის პირას მცხოვრებ მოსახლეობას დააწვა. ერევანზე სალაშქროდ წამოსულმა გენერალმა ციციანოვმა 1804 წელს ჯარი ჩაუყენა მოსახლეობას და სტეფანწმინდა-ანანურის გზის მონაკვეთი იძულებით გაასუფთავებინა. შრომის მძიმე პირობების გამო 23 კაცი დაიღუპა, რასაც მოჰყვა მაზრის აჯანყება. 1812 წელს კახეთის გლეხთა აჯანყებას ანანურის გლეხობაც შეუერთდა, რის გამოც რუსმა კოლონიზატორებმა ანანური გადაწვეს.

1811 წლიდან ანანური შტატგარეშე ქალაქს წარმოადგენდა[4].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]