დურძუკები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დურძუკები, ძურძუკები, ურძუკები, დროზკიტები, თანამედროვე ვეინახთა წინაპრების საერთო სახელწოდება შუა საუკუნეების წყაროთა (ქართული, არაბული და სხვა) მიხედვით. ეტიმოლოგია უცნობია (არსებობს რამდენიმე მოსაზრება) ლეონტი მროველის ცნობით დურძუკები პირველად ცენტრალური კავკასიის ჩრდილოეთ კალთებზე სახლობდნენ (დურძუკეთი), მაგრამ შემდეგ მათი გარკვეული ნაწილი სხვა ტომებთან ერთად კავკასიის მთავარი ქედის სამხრეთით, ქართლის მთიანეთში გადმოსახლებულა. ისტორიულად დურძუკები მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებულნი საქართველოსთან.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Гамрекели В. Н., Двалы и Двалетия в I-XV вв. н. э., Тб., 1961;
  • Шавхелишвили А. И., Из истории взаимоотношений между грузинским и чечено-ингушским народами (С древнейших времён до ХV века), Грозный, 1963;
  • ანჩაბაძე ზ., ქსე, ტ. 3, გვ. 657, თბ., 1978