მეჰმედ III

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მეჰმედ III
ოსმ. محمد ثالث, თურქ. Üçüncü Mehmet
Mehmed III.jpg
ოსმალეთის მე-13 სულთანი
მმართ. დასაწყისი: 28 იანვარი, 1595
მმართ. დასასრული: 22 დეკემბერი, 1603
წინამორბედი: მურად III
მემკვიდრე: აჰმედ I


სხვა წოდებები: ისლამის ხალიფა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 26 მაისი 1566
დაბ. ადგილი: მანისა, ოსმალეთის იმპერია
გარდ. თარიღი: 22 დეკემბერი, 1603
გარდ. ადგილი: კონსტანტინოპოლი, ოსმალეთის იმპერია
მეუღლე: ჰანდან სულთანი
ჰალიმე სულთანი
შვილები: მაჰმუდი
სელიმი
აჰმედ I
მუსტაფა I
შეჰზადე ჯიჰანგირი
დილრუბა სულთანი
დინასტია: ოსმანები
მამა: მურად III
დედა: საფიე სულთანი
რელიგია: ისლამი
ხელმოწერა: Tughra of Mehmed III.JPG

მეჰმედ III (ოსმ. محمد ثالث‎ — Mehmed-i sâlis, თურქ. Üçüncü Mehmet) ( დ. 26 მაისი 1566 — გ. 22 დეკემბერი 1603) — ოსმალეთის იმპერიის მე-13 სულთანი. მურად III-ის მემკვიდრე.

მეჰმედ III ტახტზე 1595 წელს ავიდა და მაშინვე სიკვდილით დასაჯა თავისი 19 ძმა, რადგან მათი მხრიდან შეთქმულების ეშინოდა. იგივე შიში გახდა იმის მიზეზი, რომ მეჰმედმა შემოიღო დამღუპველი ტრადიცია, რომლის მიხედვითაც უფლისწულებს ეკრძალებოდათ მამის სიცოცხლეში მონაწილეობა მიეღოთ სახელმწიფოს მართვის საქმეებში, რის გამოც ისინი შინა პატიმრობაში ჰყავდათ ჰარამხანაში, სპეციალურ «გისოსებში».

მეჰმედ III-ის მმართველობის დასაწყისში კონსტანტინოპოლში დაიჭირეს რუსეთის ელჩი დანილო ისლენიევი, რომელიც მოგვიანებით უკვალოდ გაქრა.

ავსტრიელების წარმატებამ დუნაიზე გამოიწვია ხალხისა და იანიჩარების აჯანყება კონსტანტინოპოლში. 1596 წელს დიდი ვეზირისა და შეიჰულ ისლამის რჩევით მეჰმედი ჯარით დაიძრა უნგრეთისაკენ და გაიმარჯვა ამ ბრძოლაში. მაგრამ ამით ვერ ისარგებლა და დაუბრუნდა თავის განებივრებულ ცხოვრებას კონსტანტინოპოში.

აზიურ ოლქებში, რომლებიც სპარსეთს ემორჩილეობდა, მიმდინარეობდა აჯანყებები, ამიტომ მის ჩასახშობად შეიჭრნენ სპარსელები. მოიშალა როგორც შიდა მმართველობა, ასევე კონტროლი ჯარზე. მეჰმედ III-ის მმართველობიდან დაიწყო ოსმალეთის იმპერიის დაცემის ხანა.

გარყვნილ და სისხლისმსმელ მეჰმედ III-ს (რომელიც განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა ქრისტიანების მიმართ) ყველაფრის მიუხედავად უყვარდა ლიტერატურა და პოეზია და თვითონაც წერდა ლექსებს.

მეჰმედ III-ის მინიატურა

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალიშვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დილრუბა სულთანი (დ. 1594) — ჰალიმე სულთნისგან; დაქორწინდა ქარა დავუდ-ფაშაზე;
  • ესრა სულთანი (დ. 1597) — ჰანდან სულთნისგან; დაქორწინდა დამატ მაჰმუდ-ფაშაზე;
  • სახელი უცნობია — დაქორწინებული იყო დამატ ალი-ფაშაზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Quataert, Donald. The Ottoman Empire, 1700-1922, p.90. Cambridge University Press, 2000. ISBN 0-521-63328-1
  • Kinross, John Patrick. Ottoman Centuries, p.288. William Morrow & Co., 1977. ISBN 0-688-03093-9