ცამეტწლიანი ომი უნგრეთში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ცამეტწლიანი ომი უნგრეთში (ასევე ეწოდება „თხუთმეტწლიანი ომი“ — დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ წელს ჩავთვლით ომის დასაწყისად) — ჰაბსბურგების დინასტიასა და ოსმალეთის იმპერიას შორის მრავალრიცხოვანი ომებიდან ერთ-ერთი. 1606 წლის 11 ნოემბერს სასაზღვრო სოფელ ჟიტვატოროკში ხელი მოეწერა ჟიტვატოროკის საზავო ხელშეკრულებას. ხელშეკრულება ორივე მხარეს უმტკიცებდა ტერიტორიებს, რომლებიც იმჟამად ეკავათ. ამგვარად ოსმალეთის იმპერიამ მიიღო საკმაოდ მცირე მოგება ორი ახალი ციხე-სიმაგრის — ეგერისა და ნადკანიჟის სახით. ერთჯერადად 200 ათასი ფლორინის გადახდის სანაცვლოდ გაუქმდა ყოველწლიური ხარკი, რომელსაც საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი სულთანს უხდიდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Кэролайн Финкель «История Османской империи: Видение Османа» — Москва: АСТ, 2010. ISBN 978-5-17-043651-4