გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეკონომიკური და სოციალური საბჭო (ეკოსოსი) — გაეროს ძირითადი ორგანო, რომელიც უფლებამოსილია ჩაატაროს გამოკვლევები და შეადგინოს ანგარიშები საერთაშორისო საკითხებზე ეკონომიკის, სოციალურ ურთიერთობათა, კულტურის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანთა უფლებების, ეკოლოგიის და სხვა სფეროებში, მისცეს რეკომენდაციები გენერალურ ასამბლეას, მის წევრებს, გაეროს სპეციალიზებულ დაწესებულებებს, კოორდინაცია გაუწიოს მათ საქმიანობას, გააფორმოს ხელშეკრულებები (რომლებიც მტკიცდება გენერალური ასამბლეის მიერ), მიიღოს მათგან ანგარიშები, წარუდგინოს უშიშროების საბჭოს შესაბამისი ინფორმაცია. საბჭოს სესიები, როგორც წესი, ტარდება წელიწადში ორჯერ. იგი შედგება გენერალური ასამბლეის მიერ არჩეული გაეროს 54 წევრისაგან. ყოველწლიურად ხდება წევრთა 1/3-ის გადარჩევა. საბჭოს აქვს რეგიონული კომისიები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]