პიტერ ჰიგსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პიტერ ჰიგსი
ინგლ. Peter Ware Higgs
დაბ. თარიღი 29 მაისი, 1929(1929-05-29)[1] [2] [3] [4] [5]
დაბ. ადგილი ნიუკასლ-აპონ-ტაინი[6]
გარდ. თარიღი 8 აპრილი, 2024(2024-04-08)[7] (94 წლის)
გარდ. ადგილი ედინბურგი[6]
მოქალაქეობა  გაერთიანებული სამეფო[6]
საქმიანობა ფიზიკოს-თეორეტიკოსი[5] , მკვლევარი, ნაწილაკების ფიზიკოსი და ფიზიკოსი[6]
მუშაობის ადგილი Royal Commission for the Exhibition of 1851[1] , ედინბურგის უნივერსიტეტი[1] , ლონდონის უნივერსიტეტი[1] , ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი[1] , ედინბურგის უნივერსიტეტი[1] , ედინბურგის უნივერსიტეტი[1] , სიდნეის ტენლოგიური უნივერსიტეტი[8] და ბერნეტის ინსტიტუტი[9]
ალმა-მატერი Cotham School[1] , City of London School[1] , ლონდონის სამეფო კოლეჯი[1] , ლონდონის სამეფო კოლეჯი[1] და ლონდონის სამეფო კოლეჯი[1]
ჯილდოები ედინბურგის სამეფო საზოგადოების წევრი[1] , ჰიუზის მედალი[1] , სამეფო საზოგადოების წევრი[1] [5] , რეზერფორდის მედალი და პრემია[10] [1] , ფიზიკის ინსტიტუტის წევრი[1] , ჯეიმზ სკოტის ლექციის პრიზი[1] , High Energy and Particle Physics Prize[1] , დირაკის მედალი[11] [1] , ბრისტოლის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[1] , ედინბურგის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[1] , ფიზიკის ინსტიტუტის საპატიო წევრი[1] , გლაზგოს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[1] , ვოლფის პრიზი ფიზიკაში[1] , ოსკარ კლაინის მედალი[1] , საკურაის პრემია[12] [1] , ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის საპატიო დოქტორი[1] , კემბრიჯის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[1] , ჰერიოტ-ვატის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[1] , ღირსების კავალერი[13] [14] [1] , Clarivate Citation Laureates[15] , ედინბურგის მედალი[1] , ასტურიის პრინცესის პრემია სამეცნიერო და ტექნიკური აღმოჩენებისათვის[16] [1] , ნობელის პრემია ფიზიკაში[17] [1] [6] , დარემის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[1] , მანჩესტერის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[1] , ედინბურგის მოქალაქე[1] , honorary doctor of the University of St Andrews[1] , ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[1] , კოპლის მედალი[18] [1] , honorary doctor of Queen's University Belfast[1] და honorary doctorate of Trinity College, Dublin[1]
ხელმოწერა
საიტი ph.ed.ac.uk/higgs

პიტერ უერ ჰიგსი (ინგლ. Peter Ware Higgs; დ. 29 მაისი, 1929, ნიუკასლ-აპონ-ტაინი, ინგლისი — გ. 8 აპრილი, 2024, ედინბურგი, შოტლანდია) — ბრიტანელი ფიზიკოს-თეორეტიკოსი. იწინასწარმეტყველა შემდგომში ჰიგსის ბოზონის სახელით ცნობილი სუბატომური ნაწილაკის არსებობა. ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკაში (ფრანსუა ენგლერთან ერთად, 2013).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განათლება მიიღო ლონდონის უნივერსიტეტის კინგსის კოლეჯში (ბაკალავრი, 1950; მაგისტრი, 1951; დოქტორი, 1954). შემდგომი კვლევითი საქმიანობა ედინბურგის (1955-1956) და ლონდონის (1956-1958) უნივერსიტეტებში განაგრძო. კითხულობდა ლექციებს ლონდონის (1959-1960), შემდეგ ედინბურგის (1970 წლიდან) უნივერსიტეტში. 1980 წლიდან პენსიაზე გასვლამდე (1996) იყო ედინბურგის უნივერსიტეტის თეორიული ფიზიკის პროფესორი. ჰიგსი 2024 წელს საკუთარი სახლში, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა 94 წლის ასაკში.

სამეცნიერო კვლევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰიგსის სამეცნიერო კვლევის ინტერესი თავდაპირველად მოლეკულური ფიზიკა, კერძოდ მოლეკულების ვიბრაციული სპექტრები იყო. 1956 წელს მან დაიწყო მუშაობა კვანტური ველის თეორიაზე. 1964 წელს ჰიგსმა და მისგან დამოუკიდებლად სხვა რამდენიმე მეცნიერმა (ფრანსუა ენგლერი და რობერტ ბრაუტი, ჯერალდ გურალნიკი და კარლ ჰაგენი, ტომ კიბლი) წამოაყენეს შემდგომში ჰიგსის მექანიზმის სახელით ცნობილი თეორია, რომლის მიხედვითაც მასას ელემენტარული ნაწილაკები იძენენ სკალარულ ველთან ურთიერთქმედების შედეგად. ამასთანავე, ჰიგსმა გამოთქვა მოსაზრება დიდი მასის მქონე ნაწილაკის — ჰიგსის ბოზონის არსებობის შესახებ.

ჰიგსის იდეები ნაწილაკების ფიზიკაში ე. წ. სტანდარტული მოდელის და ელექტროსუსტი ურთიერთქმედების თეორიის ქვაკუთხედი გახდა. ჰიგსის ბოზონის არსებობის საბოლოო დადასტურება რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე კვლევების შემდეგ, 2013 წლის მარტში ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) მიერ გამოცხადდა. იმავე წელს ჰიგსს და ენგლერს ფიზიკაში ნობელის პრემია მიენიჭათ. ჰიგსს ასევე მიღებული აქვს სხვა არაერთი აკადემიური ჯილდო, მ. შ., ვოლფის (2004, რ. ბრაუტთან და ფ. ენგლერთან ერთად) და საკურაის პრემიები (2010, რ. ბრაუტთან, ფ. ენგლერთან, ჯ. გურალნიკთან, კ. ჰაგენთან და ტ. კიბლთან ერთად), სამეფო საზოგადოების კოპლის მედალი (2015).

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Higgs, P W (1979). "Dynamical symmetries in a spherical geometry. I". Journal of Physics A: Mathematical and General. 12 (3): 309–323. doi:10.1088/0305-4470/12/3/006. ISSN 0305-4470.
  • Higgs, Peter W. (27 May 1966). "Spontaneous Symmetry Breakdown without Massless Bosons". Physical Review. 145 (4): 1156–1163. doi:10.1103/PhysRev.145.1156. ISSN 0031-899X.
  • Higgs, Peter W. (19 October 1964). "Broken Symmetries and the Masses of Gauge Bosons". Physical Review Letters. 13 (16): 508–509. doi:10.1103/PhysRevLett.13.508. ISSN 0031-9007.
  • Higgs, P. W. (1959). "Quadratic lagrangians and general relativity". Il Nuovo Cimento. 11 (6): 816–820. doi:10.1007/BF02732547. ISSN 0029-6341.
  • Higgs, Peter W. (15 November 1958). "Integration of Secondary Constraints in Quantized General Relativity". Physical Review Letters. 1 (10): 373–374. doi:10.1103/PhysRevLett.1.373. ISSN 0031-9007.
  • Higgs, P. W. (1 March 1953). "Vibrational modifications of the electron distribution in molecular crystals. I. The density in a vibrating carbon atom". Acta Crystallographica. 6 (3): 232–241. doi:10.1107/S0365110X53000727. ISSN 0365-110X.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Close, Frank (2023). Elusive: How Peter Higgs Solved the Mystery of Mass. Penguin Press. ISBN 978-0-14-199758-2.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 1.13 1.14 1.15 1.16 1.17 1.18 1.19 1.20 1.21 1.22 1.23 1.24 1.25 1.26 1.27 1.28 1.29 1.30 1.31 1.32 1.33 1.34 1.35 1.36 1.37 1.38 1.39 1.40 1.41 Peter Higgs: Curriculum VitaeUniversity of Edinburgh, 2019.
  2. Gregersen E. Encyclopædia Britannica
  3. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  4. Munzinger Personen
  5. 5.0 5.1 5.2 Peter Higgs obituaryTheGuardian.com, 2024.
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 Catalog of the German National Library
  7. Peter Higgs, who proposed existence of Higgs boson particle, has died at 94, university saysვაშინგტონ პოსტი.
  8. Montenegro A. ORCID Public Data File 2023 — 2023. — doi:10.23640/07243.24204912.V1
  9. Montenegro A. ORCID Public Data File 2023 — 2023. — doi:10.23640/07243.24204912.V1
  10. https://www.iop.org/about/awards/silver-subject-medals/ernest-rutherford-medal-and-prize-recipients
  11. Paul Dirac Medal and Prize recipientsფიზიკის ინსტიტუტი.
  12. J. J. Sakurai Prize for Theoretical Particle PhysicsAPS.
  13. Peter Higgs: honour for physicist who proposed particleBBC Online, 2012.
  14. Fellow Detail Page: Professor Peter Higgs CH FRSRoyal Society.
  15. Announcing the 2023 Citation Laureates
  16. Premio Príncipe de Asturias de Investigación Científica y Técnica 2013
  17. The Nobel Prize amountsnobelprize.org.
  18. Award winners : Copley MedalRoyal Society.