გაეროს ქარტია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გაეროს ქარტიის თავფურცელი

გაეროს ქარტია — საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც შეიქმნა საერთაშორისო ორგანიზაცია გაერო. ხელი მოეწერა 1945 წლის 26 ივნისს სან-ფრანცისკოში. მას ხელი მოაწერა 50 ქვეყნის წარმოამადგენელმა (ავსტრალია, არგენტინა, ბელორუსიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, ბელგია, ბოლივია, ბრაზილია, დიდი ბრიტანეთი, ვენესუელა, ჰაიტი, გვატემალა, ჰონდურასი, საბერძნეთი, დანია, დომინიკელთა რესპუბლიკა, ეგვიპტე, ინდოეთი, ერაყი, ირანი, კანადა, ჩინეთი, კოლუმბია, კოსტა-რიკა, კუბა, ლიბერია, ლიბანი, ლუქსემბურგი, მექსიკა, ნიდერლანდი, ნიკარაგუა, ახალი ზელანდია, ნორვეგია, პანამა, პარაგვაი, პერუ, სალვადორი, საუდის არაბეთი, სირია, სსრკ, აშშ, თურქეთი, უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, ურუგვაი, ფილიპინები, საფრანგეთი, ჩეხოსლოვაკია, ჩილე, ეკვადორი, ეთიოპია, იუგოსლავია და სამხრეთ აფრიკის კავშირი) და ძალაში შევიდა 1945 წლის 24 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც გაეროს უშიშროების საბჭოს ყველა მუდმივმა წევრმა და ქვეყნების უმეტესობამ მისი რატიფიკაცია მოახდინეს.

ქარტიის თანახმად, გაეროს მთავარი მიზნებია:

  • დაიცვას საერთაშორისო მშვიდობა;
  • განავითაროს სახელმწიფოთა მეგობრული ურთიერთობა , დაფუძნებული ხალხათა თანასწორუფლებიანობისა და თვითგამორკვევის პრინციპებზე;
  • განახორციელოს საერთაშორისო თანამშრომლობა ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და ჰუმანიტარული პრობლემების გადასაჭრელად;
  • ხელი შეუწყოს ადამიანის ძირითად უფლებათა საყოველთაო პატივისცემას ყველასათვის, რასის, სქესის, ენისა და რელიგიის განურჩევლად.

ამ მიზნების მისაღწევად გაეროს წევრმა სახელმწიფოებმა უნდა იხელმძღვანელონ შემდეგი პრინციპებით:

  • გაერო დაფუძნებულია ყველა სახელმწიფოს სუვერენულ თანასწორობაზე;
  • ურთიერთშორის დავა მათ უნდა გადაწყვიტონ მხოლოდ მშვიდობიანი გზით, რათა საფრთხე არ შეექმნას საერთაშორისო მშვიდობასა და სამართლიანობას;
  • საერთაშორისო ურთიერთობებში თავი უნდა შეიკავონ ძალისმიერი მუქარის ან ძალის გამოყენებისაგან ამა თუ იმ სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ;
  • ყოველნაირად უნდა დაეხმარონ გაეროს და თავი შეიკავონ იმ სახელმწიფოთათვის დახმარებისაგან, რომლის წინააღმდეგ გაერო პრევენციულ თუ იძულებით ღონისძიებებს ახორციელებს;
  • გაერო ვერ ჩაერევა ისეთ საქმეში, რომელიც არსებითად სახელმწიფოს შინაგან კომპეტენციას განეკუთვნება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაერო მოვალეა იძულების ზომები მიიღოს საერთაშორისო მშვიდობის დასაცავად ან აღსადგენად.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]