მამუკა გონგაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
მამუკა გონგაძე
მამუკა გონგაძე.jpg
მამუკა გონგაძე
დაბადების თარიღი 21 ოქტომბერი, 1963
თბილისი, საქართველო
ეროვნება ქართველი
განათლება თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
საქმიანობა არქიტექტორი
მხატვარი
ჰერალდიკოსი

მამუკა გონგაძე (დ. 21 ოქტომბერი, 1963, თბილისი, საქართველო) — ქართველი არქიტექტორი, მხატვარი, ჰერალდიკოსი. საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე 2021 წლის 21 ივლისიდან.[1] საქართველოს ამჟამინდელი სახელმწიფო გერბის ავტორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1963 წლის 21 ოქტომბერს თბილისში. სწავლობდა თბილისის 48-ე საშუალო სკოლაში, 1987 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. 1988 წლიდან საქართველოს დიზაინერთა კავშირის წევრია. 1988 წელს დიზაინერთა კავშირის სტუდია „ოშკის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. 1989-1992 წლებში მუშაობდა თბილქალაქპროექტში და კურორტპროქტში არქიტექტორად, 1993 წლიდან მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, 1995 წლიდან კი სამხედრო დიზაინის განყოფილების უფროსია. 1995 წლიდან საქართველოს ჰერალდიკის სახელმწიფო კომისიის წევრი, 1999 წლიდან არასამთავრობო ორგანიზაცია ქართული ჰერალდიკის ასოციაციის — ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარეა. 2005-2008 წლებში საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო კომისიის წევრი. 2000-2013 წლებში არასამთავრობო ორგანიზაცია „სტუდია რე“-ს დამფუძნებელი და გამგეობის წევრი; 2008 წლიდან საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, 2021 წლიდან — თავმჯდომარე. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]