სუქითის სამების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

სუქითის სამების ეკლესიაეკლესია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ სუქითში. მდებარეობს სოფლის ჩრდილოეთით დაახლოებით 300-400 მეტრზე, სასაფლაოზე. სტილისტური ნიშნებით თარიღდება IX-X საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია (12 X 7 მ), ნაგებია უხეშად დამუშავებული ქვიშაქვით, ლავგარდანი და იმპოსტები სუფთა გათლილი ქვიშაქვისაა. შესასვლელი მხოლოდ ჩრდილოეთით შემორჩა. სავარაუდოა, რომ სამხრეთის კედლის დასავლეთ ნაწილშიც იყო. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ვიწრო თაღოვანი სარკმელი იყო. მის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია. ჩრდილოეთ ნიშის ზემოთ, კედლის სისქეში მცირე სამალავია, რომელიც საკურთხეველთან დაკავშირებულია სწორკუთხა ხვრელობით. აფსიდის სარკმლის ძირის დონემდე გამოყოფილია განსხვავებული წყობით ნაგები ზოლი. კონქი და კამარა (ნაშთები შემორჩენილია ჩრდილოეთ კედელთან) სხმული ყოფილა. დარბაზის გრძივ კედლებზე წყვილი ორსაფეხურიანი პილასტრია. ზედა საფეხურის იმპოსტს კამარის საბჯენი თაღი ეყრდნობა, ხოლო ქვედას - კედლის დეკორატიული თაღები. ეკლესიის კედლები დასრულებული იყო ლავგარდნით, რომლის პროფილი შედგენილია თაროს, ოდნავ შეზნექილი პირისა და ლილვისაგან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]