კეხიჯვრის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

კეხიჯვრის წმინდა გიორგის ეკლესიაეკლესია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კეხიჯვარში. მდებარეობს სოფლის ძველ სასაფლაოზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (9 X 5,1 მ), ნაგებია რიყის ქვით, ქვიშაქვით და ტუფის გათლილი კვადრებით. კონსტრუქციულ ნაწილებში ქვიშაქვის თლილი ფილებია გამოყენებული. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. კარი გარედან არქიტრავით არის გადახურული, შიგნიდან - ნახევარწრიული თაღით. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ერთი სარკმელია. დარბაზის გრძივი კედლები მარტივკაპიტელებიან პილასტრებზე დაყრდნობილი საბჯენი თაღით ორ ნაწილად იყოფა. თაღზე ცილინდრული კამარა გადადის. ჩრდილოეთ კედელში ერთი სარკმელია, სამხრეთისაში - ორი. ფასადები დასრულებულია თაროსებრი ლავგარდნით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]