შინაარსზე გადასვლა

ღოღეთის კვირაცხოვლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ღოღეთის კვირაცხოვლის ეკლესიაეკლესია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ღოღეთში. მდებარეობს სოფლის აღმოსავლეთ ნაწილში. სტილისტური ნიშნებით თარიღდება XVIII-XIX საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია (7,1 X 4,8 მ), ნაგებია ქვიშაქვითა და რიყის ქვით. სამხრეთით არქიტრავით გადახურული კარი და ერთი სწორკუთხა სარკმელია. თითო ასეთივე სარკმელი აღმოსავლეთით და დასავლეთითაა. ეკლესიას სწორკუთხა საკურთხეველი აქვს. ფასადები დასრულებულია მარტივი თაროსებრი ლავგარდნით.