ატოცის მთავარანგელოზის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ატოცის მთავარანგელოზის ეკლესიაეკლესია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში. მდებარეობს სოფლის ჩრდილო-დასავლეთით. სტილისტური ნიშნებით თარიღდება X საუკუნით.

ეკლესია დარბაზულია (8,2 X 5,3 მ), ნაგებია ქვის კარგად გათლილი კვადრებით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. ღრმა ნახევარწრიულ აფსიდში სარკმელია, მის გვერდებზე თითო ოთხკუთხა ღრმა ნიშია. საკურთხევლის კედელს ჩამოსაჯდომი გასდევს, ხოლო სარკმლის ქვემოთ სატრაპეზო ქვა დგას. ეკლესიას სარკმლები დასავლეთით და სამხრეთითაც აქვს. ინტერიერში შემორჩენილია შელესილობისა და მოხატულობის კვალი. ეკლესიის ცოკოლი მაღალია, ორსაფეხურიანი და სწორკუთხა; ლავგარდანი შედგენილია სწორკუთხა ფილებისაგან. ეკლესია ლორფინებით ყოფილა გადახურული. ეკლესიის ჩრდილოეთ კედელზე მოგვიანებით მიშენებული პირამიდული კოშკისგან მხოლოდ ყრუკედლებიანი პირველი სართულია შემორჩენილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]