ატოცის წმინდა მარინეს დიდი ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ატოცის წმინდა მარინეს დიდი ეკლესიაეკლესია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში. მდებარეობს სოფლის განაპირას, სამხრეთ-დასავლეთით, თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (6,1 X 4,4 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. კონსტრუქციული ნაწილები ამოყვანილია თლილი ქვის თანაბარ რიგთა წყობით. შიგნით თაღოვანი, გარედან არქიტრავული შესასვლელი სამხრეთითაა. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, მის გვერდებზე - თითო ოთხკუთხა ნიში. აფსიდი დარბაზისაგან გამოყოფილია ნატეხი ქვით ნაგები კანკელით, რომელსაც შუაში აღსავლის კარი აქეს. სამხრეთით ერთი თაღოვანი სარკმელია. გრძივი კედლები და ნახევარწრიული კამარა დანაწევრებულია წყვილი პილასტრით და მათზე დაყრდნობილი საბჯენი თაღით. კამაროვანი გადახურვა საბჯენ თაღზე და აფსიდის მარტივპროფილიან იმპოსტებზე დამყარებულ სატრიუმფო თაღს ეყრდნობა. აღმოსავლეთ და სამხრეთ ფასადების სარკმლების თავზე ტოლმკლავა ჯვარია ამოკვეთილი. ლავგარდანი თლილი ქვისაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]