შინაარსზე გადასვლა

ბერძენაულის იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბერძენაულის ეკლესია

ბერძენაულის იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერძენაულში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

სოფლის ცენტრში დგას იოანე ნათლისმცემლის დარბაზული ტიპის ეკლესია (13,65 X 6,2 მ). გადაკეთებულია XIX საუკუნეში. ადრეული კედლები ნაგებია დიდი ზომის გათლილი ქვებით, XIX საუკუნისა – აგურით. აქვს ნახევარწრიული აფსიდა ვიწრო სარკმლით. შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდანაა. 2002-2008 წლებში ჩაუტარდა რესტავრაცია სოფლის მოსახლეობის შემწეობით, კერძოდ, აღდგა სამრეკლო.

ეკლესიის შიდა ეზოში მდებარეობს ბერძენაულის სასაფლაო.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]