შინაარსზე გადასვლა

ჭანდრების ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ღვთისმშობლის ეკლესია

ჭანდრების ღვთისმშობლის ეკლესიაეკლესია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდრებში. მდებარეობს სოფლის განაპირას, სამხრეთ-აღმოსავლეთით, სასაფლაოზე. სტილისტური ნიშნებით თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. 1983 წელს ადგილობრივმა მოსახლეობამ ნაგებობა შეაკეთა -კედლების დანგრეული ნაწილები განახლებულია ბეტონის საფუძველზე ამოყვანილი პემზაბეტონის ბლოკებით. თავდაპირველი ნაგებობიდან შემორჩენილია მხოლოდ დასავლეთის და აღმოსავლეთის კედლების ფრაგმენტები.

ეკლესია დარბაზულია (9 X 4 მ), ნაგები იყო ნატეხი ქვით. ხის ძელებით გადახურული შესასვლელი დასავლეთითაა. შებრტყელებული ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ვიწრო თაღოვანი სარკმელია. ასეთივე სარკმელია დასავლეთით. საკურთხეველში ერთი შეისრულთაღიანი ნიშია.