ფცის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფცის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაეკლესია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ფცაში. მდებარეობს სოფლის ჩრდილოეთით, ზემო ფცის უბანში, სოფლის სასაფლაოზე. სტილისტური ნიშნებით თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (9,2 X 5,8 მ), ნაგებია აგურით და რიყის ქვით. აგურის 6-7 რიგს რიყის ქვის 0,3 მეტრის სიმაღლის წყობა ცვლის. აფსიდის კონქი, საბჯენი თაღი და ცილინდრული კამარა აგურისაა. შესასვლელი სამხრეთიდანაა. ოთხივე კედელში თითო სარკმელია. ნახევარწრიული აფსიდის სარკმლის გვერდებზე თითო ნიშია. დარბაზის გრძივი კედლები და ცილინდრული კამარა დანაწევრებულია წყვილი პილასტრით და მათზე დაყრდნობილი საბჯენი თაღით. ფასადები დასრულებულია აგურის ლავგარდნით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]