დირბის წმინდა გიორგის ეკლესია
დირბის წმინდა გიორგის ეკლესია — ეკლესია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში. მდებარეობს სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით 300 მეტრზე, სასაფლაოზე. თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით.
ეკლესია დარბაზულია (11 X 5,9 მ), ნაგებია ნატეხი ქვიშაქვითა და რიყის ქვით. პილასტრები და საბჯენი თაღები თლილი ქვიშაქვისაა. შესასვლელი ორი აქვს - დასავლეთით (ამოშენებულია) და სამხრეთით. სამხრეთის შესასვლელი შიგნიდან შეისრული, ხოლო გარედან ნახევარწრიული თაღითაა გადახურული. აფსიდში ერთი სარკმელია, მის გვერდებზე - ღრმა ნიშები. ორი სარკმელი სამხრეთითაა. დარბაზის გრძივი კედლები და ნახევარწრიული კამარა დანაწევრებულია წყვილი ორსაფეხურიანი პილასტრით და მათზე გადასული საბჯენი თაღით. შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. ფასადების გრძივ კედლებზე თაროსებრი ლავგარდნის ფრაგმენტებია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 369.