ძაძვის წმინდა გიორგის ეკლესია
იერსახე
ძაძვის წმინდა გიორგის ეკლესია — ეკლესია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ იმერხევში. მდებარეობს სოფლიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 7-8 კილომეტრზე, მაღალ მთაზე. თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით.
ეკლესია დარბაზულია (8,7 X 4,9 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. შესასვლელი დასავლეთითაა. ღრმა, ოდნავ ნალისებრი აფსიდის ღერძზე გაჭრილია ფართო სარკმელი, რომლის გვერდებზე ოთხკუთხა ნიშებია. საკურთხეველი ერთი საფეხურითაა ამაღლებული. ინტერიერი ფართო და ხალვათია. კედლები შელესილი ყოფილა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 378.