ბრეძის კვირაცხოვლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ბრეძის კვირაცხოვლის ეკლესიაეკლესია ქარელის მუნიციპალიტეტი სოფელ ბრეძაში. მდებარეობს სოფლის ჩრდილო-დასავლეთით, მთაზე. თარიღდება X საუკუნის მეორე ნახევრით.

ეკლესია დარბაზულია (10,8 X 6,1 მ). მისი ფასადები მოპირკეთებულია სხვადასხვა ფერის კარგად დამუშავებული, სწორ ჰორიზონტალურ რიგებად დალაგებული მოზრდილი საპერანგე კვადრებით, ხოლო ინტერიერის კედლები ნატეხი, პირმოსწორებული ქვით. ეკლესიას სამი შესასვლელი აქვს: დასავლეთით, ჩრდილოეთითა (ამოშენებულია) და სამხრეთით. სწორკუთხა საკურთხევლის ღერძზე ერთი სარკმელია. დარბაზის გრძივი კედლები და კამარა დანაწევრებულია ორსაფეხურიანი პილასტრებითა და მათზე დაყრდნობილი საბჯენი და დეკორატიული თაღებით. პილასტრებით არის გამოყოფილი საკურთხეველიც. აქაც პილასტრებზე გადაყვანილია კედლის დეკორატიული თაღები, რომლებსაც ბოლოებში ღრმა ტრომპები აქვს. ტრომპები საკურთხევლის კონქის საფუძველს ქმნიან. აღმოსავლეთ ფასადის რელიეფი (საერო პირი) და ასომთავრული წარწერა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]