ატოცის ღვთისმშობლის დიდი ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ატოცის ღვთისმშობლის დიდი ეკლესიაეკლესია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში. მდებარეობს სოფლის ცენტრში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (12,15 X 7,3 მ), ნაგებია აგურითა და ნატეხი ქვით, კონსტრუქციულ ნაწილებში გამოყენებულია თლილი კვადრები. სამხრეთით სწორკუთხა შესასვლელია, დასავლეთის შესასვლელი ამოშენებულია. ნახევარწრიული აფსიდი საკმაოდ ამაღლებულია. მის ღერძზე სარკმელია. აფსიდის ორივე მხარეს ვიწრო და მაღალი სამკვეთლო და სადიაკვნეა. სამკვეთლოში აღმოსავლეთით ერთი სარკმელია. თითო თაღოვანი სარკმელი სამხრეთის კარის თავზე და ჩრდილოეთ კედელშია. დარბაზის გრძივი კედლები და შეისრული კამარა დანაწევრებულია წყვილი მასიური პილასტრით და მათზე დაყრდნობილი საბჯენი თაღით. კედლები მთლიანად შელესილი და შეთეთრებულია. სამხრეთის კარის არქიტრავზე ჯვრის გრაფიკული გამოსახულებაა. დასავლეთ (კარის თავზე) და აღმოსავლეთ ფასადზე გამოსახულია რელიეფური ჯვარი. ნაგებობას აგურის ლავგარდანი და კრამიტის ორფერდა სახურავი აქვს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]