ატოცის წმინდა მარინეს მცირე ეკლესია
იერსახე
ატოცის წმინდა მარინეს მცირე ეკლესია — ეკლესია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში. მდებარეობს სოფლის სამხრეთით. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
ეკლესია დარბაზულია (4,2 X 2,6), ნაგებია წვრილად ნაგები ქვით. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. კარი შიგნით თაღოვანია, გარედან არქიტრავული. ნახევარწრიულ აფსიდში სარკმელია. საკურთხეველი დარბაზისგან გამოყოფილია კანკელით, რომელსაც შუაში აღსავლის კარი აქვს. ერთი სარკმელი დასავლეთითაა. დარბაზის გრძივ კედლებს გასდევდა ერთსაფეხურიანი ჩამოსაჯდომები. დარბაზი გადახურულია ნახევარწრიული კამარით. ეკლესია ერთსაფეხურიან ცოკოლზე დგას.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 359.