ღოღეთის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ღოღეთის ღვთისმშობლის ეკლესიაეკლესია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ღოღეთში. მდებარეობს სოფლის განაპირას, ჩრდილოეთით, სასაფლაოზე. სტილისტური ნიშნებით თარიღდება XVIII-XIX საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია (5 X 7,3 მ), ნაგებია ქვიშაქვითა და რიყის ქვით. შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდანაა. ნახევარწრიული აფსიდის გვერდზე თაღოვანი სარკმელია, რომლის გვერდებზე თითო პატარა კვადრატული ნიშია. ერთი სწორკუთხა სარკმელი დასავლეთითაა. დარბაზი გადახურული იყო ცილინდრული კამარით. დასავლეთის ფასადზე, კარის თავზე, მოყვითალო შირიმის ქვაზე თანაბარმკლავებიანი ჯვარია ამოკვეთილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]