გომართის წმინდა გიორგის ეკლესია (ქარელის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გომართის წმინდა გიორგის ეკლესია.

გომართის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კნოლევში, სოფლის ზედა უბანში, ძველ სასაფლაოზე. სტილისტური ნიშნებით თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. 1972 წელს ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ეკლესია შეაკეთეს — აღადგინეს კამარა, კონქი, კედლების ზედა ნაწილები, შიგნიდან და გარედან შელესეს, შეათეთრეს და გადახურეს. დასავლეთ კედლის თავზე პატარა სამრეკლო დადგეს.

ეკლესია დარბაზულია (8,8 X 5,6 მ). ძველი ნაწილები ნაგებია მოზრდილი ნატეხი ქვიშაქვით, შეკეთების დროს ნახმარია რიყის ქვა და აგურიც. შიგნიდან და გარედან არქიტრავული შესასვლელი სამხრეთითაა. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე სარკმელია, ხოლო მის ორივე მხარეს თითო მცირე ზომის ნიში. საკურთხევლის იატაკი არდაბაგით არის გამოყოფილი და შემაღლებულია. დარბაზის გრძივ კედლებზე წყვილ პილასტრს ეყრდნობა საბჯენი თაღი, რომლის ქუსლებთან ქვიშაქვის თაროსებრი იმპოსტებია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]