ატოცის ღვთისმშობლის მცირე ეკლესია
გარეგნობა
ატოცის ღვთისმშობლის მცირე ეკლესია — ეკლესია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში. მდებარეობს სოფლის განაპირას, დასავლეთით, გულიკაანთუბანში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
ეკლესია დარბაზულია (5,4 X 3,7 მ), ნაგებია ნატეხი ქვით, კონსტრუქციულ ნაწილებში გამოყენებულია თლილი ქვა. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. ნახევარწრიულ აფსიდში ერთი თაღოვანი სარკმელია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 358.