რუისის წმინდა მარინეს ეკლესია
იერსახე
რუისის წმინდა მარინეს ეკლესია — ეკლესია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში. მდებარეობს სოფლის ცენტრში, ზურაბაანთ უბანში, გზის პირას, სასაფლაოზე. თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით.
ეკლესია დარბაზულია (5,6 X 4,15 მ), ნაგებია შირიმის თლილი კვადრებით, რიყის ქვითა და ქვიშაქვის ლოდებით. თაღოვანი შესასვლელი დასავლეთითაა. ღრმა გაბრტყელებული, ნალისებურად შემოწეულკუთხეებიანი აფსიდის ღერძზე ერთი სწორკუთხა სარკმელია. დარბაზს ჰქონია კირხსნარით დაბეტონებული ერთიანი კამარა. ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში შემორჩენილია მასიური თაროსებრი ლავგარდნის ერთი ქვა. ეკლესია გადახურული ყოფილა თლილი ლორფინებით, რომლებიც მოგვიანებით კრამიტით შეუცვლიათ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 388.