შინაარსზე გადასვლა

ფაფელაანთ ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფაფელაანთ ეკლესიაეკლესია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდრებში. მდებარეობს სოფლის სამხრეთით ერთ კილომეტრზე, სიმონის ველის პირას, ტყეში. სტილისტური ნიშნებით თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (6,3 X 4,1 მ), ნაგებია ნატეხი ქვიშაქვით; წყობაში ჩართულია სხვადასხვა ფერის (ღვინისფერი, მომწვანო, ღია იასამნისფერი) ქვები; შენობის კუთხეები და სარკმლის წირთხლები ამოყვანილია შირიმით. ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთიდან ყოფილა. შებრტყელებულ ნახევარწრიულ აფსიდში, ღერძიდან ოდნავ სამხრეთით ვიწრო სარკმელია. აქვეა ორი სწორკუთხა ნიში. კონქი დამრეცია. ერთი სწორკუთხა, ბრტყელი ზღუდარით გადახურული სარკმელი დასავლეთ კედელშია. დარბაზის გრძივ კედლებს ცილინდრული კამარა ეყრდნობოდა (მცირე ფრაგმენტია შემორჩენილი დასავლეთ კუთხეში).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]