ზღუდრის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ზღუდრის წმინდა გიორგის ეკლესიაეკლესია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზღუდერში. მდებარეობს სოფლის სამხრეთით 200 მეტრზე. სტილისტური ნიშნებით თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (4,3 X 3,2 მ), ნაგებია რიყისა და ქვიშაქვის შერეული წყობით. შიგნიდან თაღოვანი, გარედან ქვიშაქვის არქიტრავით გადახურული შესასვლელი სამხრეთითაა. ნახევარწრიულ აფსიდში ორი მაღალი ნახევარწრიული ნიშია. დარბაზის კამაროვანი გადახურვა გრძივი და დასავლეთ კედლების პილასტრებზე (ჩრდილოეთით) და კრონშტეინებზე (სამხრეთით) გადაყვანილ საბჯენ თაღებს ეყრდნობოდა. სამხრეთ ფასადზე შესასვლელის არქიტრავზე მოგვიანებით ჯვარი ამოუკვეთიათ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]